• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
სოციალური მედია მენეჯერი
დამსაქმებელი: ნინო 2008
ბოლო ვადა: 2020/10/22
ნანახია: 199 -ჯერ

სადისტრიბუციო კომპანია - შპს "ნინო 2008" აცხადებს ვაკანსიას სოცმედია მენეჯერის თანამდებობაზე, ალკოჰოლური სასმელების და პროდუქტების ბრენდების გვერდებისთვის.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი გვერდი: www.geomarini.com

სამუშაო ადგილი: თბილისი, წერეთლის გამზირი 116
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე

სოც. მედია მენეჯერის ძირითადი მოვალეობაა ჩაბარებული ბრენდის/ბრენდების სოციალური მედია სტრატეგიის შემუშავება, არსებული იმიჯის მუდმივი მონიტორინგი და მის გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა.

ძირითადი მოვალეობები:

  • სოციალური მედია სტრატეგიის შემუშავება, განხილვა, აღსრულება და მონიტორინგი.
  • სოციალური მედია არხების მართვა და რეპორტინგი.
  • ქონთენთის შემუშავება და განთავსება.
  • პროდუქციის ფასებისა და ასორტიმენტის შესახებ სრულფასოვანი ცოდნის მიღება და მუდმივი განახლება.
  • კონკურენტი ბრენდების აქტივობების, ფასებისა და ასორტიმენტის მუდმივი მონიტორინგი სოც. მედია არხების საშუალებით.
  • მომხმარებელთა მოზიდვისა და გაყიდვების მხარდამჭერი აქციების შემუშავება და განხორციელება.


მოთხოვნები:

  • სასურველია განათლება მარკეტინგის/PR-ის მიმართულებით.
  • სასურველია გრაფიკული პროგრამების ცოდნა.
  • MS პროგრამების ცოდნა, სასურველია (Word, Excel, PowerPoint) Photoshop, Illustrator CorelDRAW.
  • Facebook-ის ადმინისტრირება - სპონსორინგი და სხვადასხვა ინსტრუმენტების ცოდნა.
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა აუცილებელია.


უნარ-ჩვევები:

  • დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების და მუშაობის უნარი.
  • პრობლემების გადაჭრის და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი.
  • კრეატიული აზროვნების უნარი.
  • შრომისმოყვარე, დისციპლინირებული.
  • მიზანმიმართულობა და შედეგებზე ორიენტირებულობა.
  • ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
  • ანგარიშების მომზადებისა და ვიზუალიზაციის უნარი.
  • გუნდური მუშაობა და პრეზენტაბელურობა.


დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათით, მისამართზე: mari-200809@mail.ru და ელფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

საკონტაქტო ტელეფონი: +995 579 119 606

გისურვებთ წარმატებებს!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა