• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
კომერციული დირექტორი
დამსაქმებელი: ნინო 2008
ბოლო ვადა: 2020/10/22
ნანახია: 214 -ჯერ

სადისტრიბუციო კომპანია "ნინო 2008" აცხადებს ვაკანსიას კომერციული დირექტორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, წერეთლის გამზირი 116
სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი მოთხოვნები:

  • მინიმალური სამუშაო გამოცდილება: 5 წელი მენეჯერულ პოზიციაზე
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 2-წლიანი გამოცდილება.


განათლება:

  • ხარისხი: ბაკალავრი, მაგისტრი;
  • სფერო: ბიზნესის მართვა, ეკონომიკა, ფინანსები;
  • MBA ჩაითვლება უპირატესობად.


ენები:

  • ქართული - ძალიან კარგი
  • რუსული - კარგი
  • ინგლისური - კარგი.


უნარები:

  • ზოგადი სტრატეგიული ხედვის და დაგეგმვის უნარი;
  • მიზანმიმართული
  • ლიდერობის, მართვის და ორგანიზების უნარები;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • მოლაპარაკების მაღალ დონეზე განვითარებული უნარები;
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • თვითმოტივაციის და თანამშრომლების მოტივირების უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებულობა და ყურადღებიანობა დეტალების მიმართ;
  • კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებული მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის და სტრესულ სიტუაციებში ეფექტურად მუშაობის უნარი.



სამუშაოს აღწერა:

  • კომპანიის კომერციული სტრატეგიის შემუშავება, შესაბამისი სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება, აქტივობების განხორციელება და შესრულების კონტროლი;
  • პროდუქტების განვითარების, ასორტიმენტის გაფართოვების, გაყიდვების და მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავება და განხორციელების უზრუნველყოფა;
  • კომპანიის განვითარების სხვადასხვა ახალი პროექტების ინიცირება;
  • შესაბამისი ფინანსური გათვლებისა და პროექტების მომზადება;
  • პროექტის განხორციელების პროცესის სრულყოფილი მენეჯმენტი;
  • კომპანიის მნიშვნელოვან კლიენტებთან და მომწოდებლებთან კომპლექსური მოლაპარაკებების წარმოება, მათთან გრძელვადიანი ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების ჩამოყალიბება და შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა;
  • გაყიდვების მიმართულებით, მომხმარებელთან ურთიერთობის/მომსახურების უმაღლესი სტანდარტების დანერგვა და განხორციელება;
  • კომერციული დეპარტამენტის წლიური ბიუჯეტის შედგენის უზრუნველყოფა კომპანიაში ბიუჯეტირების ერთიანი პროცესის ფარგლებში. ფინანსური სამსახურისთვის ყველა აუცილებელი ინფორმაციის დროულად მიწოდება;
  • გაყიდვებისა და მარჟების მიზნობრივი მაჩვენებლების დაგეგმვისა და მათი შესრულების კონტროლისთვის აუცილებელი ანგარიშგების, ანალიზის და კონტროლის სისტემის შექმნა/დანერგვა და მათი ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
  • კომპანიის სხვა დეპარტამენტებთან და სამსახურებთან სტრატეგიული ამოცანების შესრულებაზე ორიენტირებული კომუნიკაციისა და კოორდინაციის უზრუნველყოფა;
  • დაქვემდებარებული სამსახურების თანამშრომლების ოპერატიულ საქმიანობაში მაქსიმალური მხარდაჭერის განხორციელება;
  • კომპანიის მიზნებიდან გამომდინარე, სხვა შესაბამისი საქმიანობების განხორციელება.


დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: mari-200809@mail.ru და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "კომერციული დირექტორი".

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი გვერდი: http://www.geomarini.com

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა