• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
გაყიდვების ჯგუფის უფროსი
დამსაქმებელი: ციტადელი
ბოლო ვადა: 2020/10/21
ნანახია: 222 -ჯერ

ომპანია "ციტადელი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ჯგუფის უფროსის პოზიციაზე ქ. თბილისში.

კომპანია "ციტადელი" 2011 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს სამშენებლო მასალების ბაზარზე. იგი მომხმარებელს სთავაზობს ფუნდამენტური მშენებლობისთვის საჭირო მაღალი ხარისხის მოთხოვნად პროდუქციას: საყალიბე, ჰიდროსაიზოლაციო, თერმო და ხმის საიზოლაციო სისტემებს, სამშენებლო ტექნიკას და სხვა.

კომპანია თანამშრომლობს ისეთ წამყვან საერთაშორისო ბრენდებთან, როგორებიცაა: დანიური კომპანიები" "Rockwool" და "Paroc", გერმანული კომპანიები: "Peri", "Liebherr" და "Kreisel", ფრანგული კომპანია "Icopal", რუსული კომპანია "Sveza" და სხვა.

კომპანია "ციტადელი" აერთიანებს სავაჭრო სივრცეებსა და საბითუმო ბაზებს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.

"ციტადელი" აქტიური დამსაქმებელია საქართველოს შრომით ბაზარზე და აქტიურად ზრუნავს თანამშრომელთა განვითარებაზე.

კომპანია "ციტადელი"-ს ზრდა განპირობებულია გარანტირებული ხარისხით, მაღალი სანდოობითა და კვალიფიციური თანამშრომლებით.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.citadeli.com

ძირითადი მოვალეობები:

** არსებული სამშენებლო სარემონტო მასალების რეალიზაციის გასაზრდელად შესაბამისი სტრატეგიის შემუშავება და მის დანერგვაზე ზრუნვა;
** არსებული სამშენებლო სარემონტო მასალების ბაზრის კვლევა და ანალიზი;
** გარე გაყიდვების მიმართულებით არსებული ხარვეზების გამოვლენა და მენეჯმენტისთვის წარდგენა;
** კომპანიის გაყიდვების გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა;
** გაყიდვების გუნდისთვის გეგმების გაცნობა;
** თანამშრომლების მოტივირება, შესრულებული სამუშაოს შეფასება;
** მომხმარებელთა განწყობის შესწავლა და ეფექტური სტრატეგიის შემუშავება;
** გარე გაყიდვების მენეჯერებთან კომუნიკაცია სამსახურის საერთო მიზნების შესახებ.

ძირითადი მოთხოვნები:

** აუცილებელია გაყიდვებში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების (MS Office - Word, Excel, PowerPoint) ცოდნა;
** საცალო გაყიდვების თანამედროვე ტენდენციების ცოდნა;
** სასურველია გუნდის მართვის გამოცდილება.

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები

** კომუნიკაბელური;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ორგანიზებული;
** ოპერატიული;
** განვითარებაზე ორიენტირებული;
** მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული.

სამუშაო გრაფიკი: სრული.
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2020 წლის 21 ოქტომბრის ჩათვლით გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@citadeli.com და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა