• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
სერვისის კონსულტანტი/ქრიუ-არგვეთა
დამსაქმებელი: Wendy's Georgia
ბოლო ვადა: 2020/10/17
ნანახია: 227 -ჯერ

დიდი მადლობა, რომ დაინტერესდით და გსურთ, გახდეთ "ვისოლ ჯგუფის" წევრი. "ვისოლ ჯგუფი" საქართველოში ამერიკული რესტორნების ქსელის - "ვენდი`ს" განვითარებას აგრძელებს და თქვენ საშუალება გეძლევათ, გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი!

საბოლოოდ შერჩეული კანდიდატები გაივლიან პროფესიულ გადამზადებას, გაეცნობიან "ვენდი`ს" კორპორატიულ კულტურას, მუშაობის სტანდარტებს და დაეუფლებიან პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს.

მეტი ინფორმაცია "ვენდი`ს" შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://www.wendys.ge

ვაკანსია ცხადდება პოზიციაზე - სერვისის კონსულტანტი (ქრიუ) - არგვეთა (სოფ. არგვეთა, ცენტრალური ავტომაგისტრალი, თერჯოლის გადასახვევთან)

რატომ უნდა გახდე "ვენდი`ს" გუნდის წევრი?

** ჩვენთან მუშაობა საინტერესო და სახალისოა
** ჩვენთან შეიძენ უამრავ მეგობარს
** გაიცნობ საინტერესო ადამიანებს, რომლებიც მოგცემენ საშუალებას ისწავლო, განვითარდე, დააგროვო სამუშაო გამოცდილება და მიიღო დიდი გამოწვევები
** ჩვენთან სამუშაო გამოცდილება არ არის მნიშვნელოვანი
** ჩვენთან ისწავლი ყველაზე გემრიელი ბურგერების და არა მარტო ბურგერების მომზადებას
** ჩვენი რესტორნის მენეჯერებმა თავის დროზე კარიერა დაიწყეს სერვისის კონსულტანტის პოზიციით, ახლა კი გაგიზიარებენ უდიდეს გამოცდილებას გუნდის მართვაში, ლიდერობაში, დროის მართვაში, მომხმარებელთან ურთიერთობაში
** ჩვენთან ღიმილი მთავარია
** ერთად უკეთესია და ერთად - ვგულისხმობთ შენთან ერთად.

რას გთავაზობთ ჩვენ?

** სწავლას, განვითარებას, კარიერულ წინსვლას
** მეგობრულ სამუშაო გარემოს
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს - სწავლის და მუშაობის შეთავსება ჩვენთან შესაძლებელია
** თანამშრომლებისთვის 60%-მდე ფასდაკლება კვებაზე
** სტაბილურ შემოსავალს
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** საინტერესო პროექტებში მონაწილეობას.

ვაკანსიის სანახავად მიჰყევით ბმულს: http://hr.wissolgroup.ge/vacancy/vacancy_list ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 577 06 45 45 ან გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: career@wendys.ge

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 18 ოქტომბერი, 2020 წ.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა