• https://charte.ge/

ავტორი

თქვენი მშენებელი

tel: (+995) 599 77 77 02
mail: tqvenimshenebeli2012@gmail.com

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მაღაზიის მენეჯერი ბაკურიანში
დამსაქმებელი: თქვენი მშენებელი
ბოლო ვადა: 2020/10/06
ნანახია: 168 -ჯერ

კომპანია აცხადებს  ვაკანსიას სამშენებლო მასალების მაღაზიის მენეჯერის  პოზიციაზე - ბაკურიანში
 

ძირითადი მოვალეობები:

  • იცნობდეს მაღაზიაში წარმოდგენილ პროდუქტებს სრულყოფილად.
  • სავაჭრო ობიექტის პერსონალის ხელმძღვანელობა;
  • მარაგების უწყვეტობის უზრუნველყოფა საქონლის ოპტიმალური რაოდენობითა და ასორტიმენტით;
  • საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, სასაქონლო ზედნადებების და სხვა ტიპის არსებული დოკუმენტაციის სრული კონტროლი;
  • ფინანსური აქტივების ყოველდღიური კონტროლი;
  • სამომხმარებლო მოთხოვნების შესწავლა;
  •  პროდუქციის მიღება, განლაგება. საქონლის ბრუნვის მუდმივი კონტროლი, გაყიდვების ანალიზი და მომავალი შესყიდვების დაგეგმვა.
  • ობიექტის დამტკიცებული გრაფიკის მიხედვით შერჩევითი ან სრული ინვენტარიზაცია;
  • ინვენტარიზაციის შედეგების პროგრამაში დაფიქსირება
  • შემოსული მოთხოვნის შესაბამისად პროდუქციის მოძიება/შესყიდვა. პირობების, მოწოდების ვადებისა და გრაფიკის შეთანხმება;
  • შესყიდვისთვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოება და აღრიცხვა;
  • აქტიური კომუნიკაცია დაქვემდებარებულ პირებთან.
  • საჭიროების შემთხვევაში, დასაქმებულთათვის საქმიანობის სწავლების უნარი.
  • არსებული ფასმაჩვენებლების კონტროლი.
  • არსებული ნაღდი ფულის და უნაღდო ტრანზაქციების შედარება რეალიზებული პროდუქციის ღირებულებასთან.
  • დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების სამუშაო დისციპლინის დაცვა;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

  • უმაღლესი განათლება;
  • აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 2 წლის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა.

 

უნარები:
 

  • მართვის და ორგანიზების უნარი;
  • სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ეფექტურად განაწილების უნარი;
  • გამართული და სასიამოვნო საუბრის მანერა;
  • პრობლემურ მომხმარებლებთან ურთიერთობის უნარი;
  • ინფორმაციის საინტერესოდ და სრულად წარდგენის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა;
  • დისციპლინა და დაძაბულ რეჟიმში პროდუქტიული მუშაობის უნარი.
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

 

სამუშაო გრაფიკი: ყოველდღე 10:00 - 20:00 სთ;
ადგილმდებარეობა: დ. ბაკურიანი

ანაზღაურება შეთანხმებით კვალიფიკაციიდან გამომდინარე.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tkurt2013@agruni.edu.ge, ან დაგვიკავშირიდთ შემდეგ ნომერზე: 599-77-77-02. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 30 სექტემბერი.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა