• https://charte.ge/

ავტორი

მაქსკომფორტი

tel: (+995) 558 46 20 50 ; (032)2 477 455
mail: hr@maxcomfort.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ცენტრალური გათბობისა და ცხელი წყლის სისტემების სპეციალისტი
დამსაქმებელი: მაქსკომფორტი
ბოლო ვადა: 2020/10/02
ნანახია: 465 -ჯერ

კომპანია „მაქსკომფოტი“ აცხადებს ვაკანსიას ცენტრალური გათბობისა და ცხელი წყლის სისტემების სპეციალისტიპოზიციაზე.

 

კომპანია  „მაქსკომფორტი“ 2006 წლიდან ახდენს გათბობის/გაგრილების/ვენტილაციის და წყალ მომარაგების სისტემების რეალიზაციას საქართველოს ბაზარზე.

კომპანია თავიანთ მომხმარებელს სთავაზობს  , როგორც უმაღლესი ხარისხის  პროდუქციას , ასევე კონსულტაციას, პროექტირებას, ინსტალაციას და შეუფერხებელ საგარანტიო და საგარანტიო ვადის შემდგომ მომსახურებას.

 

კომპანია  „მაქსკომფორტი“ ეძებს ახალგაზრდა, ენრგიულ, სწავლისა და განვითარების სურვილის მქონე კადრებს ცენტრალური გათბობისა და ცხელი წყლის სისტემების სპეციალისტის პოზიციაზე.

 

ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:

 

 

ცენტრალური გათბობისა და ცხელი წყლის (ცენტრალური გათბობის ქვაბი/რადიატორი/მასთან დაკავშირებული მოწყობილობების)სისტემების მონტაჟი/რეგულირება ;

 

გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;

დაზიანების შემთხვევაში პრობლემის იდენტიფიცირება/დიაგნოსტიკა/შეკეთება;

საექსპლუატაციო და სარემონტო სამუშაოებისას უსაფრთხოების წესებისა და სამუშაო რეგლამენტის ზუსტი დაცვა;

ხელმძღვანელობისათვის დროული ინფორმაციის მიწოდება მოსალოდნელი ან/და არსებული პრობლემების შესახებ;

 

 

საკვალიფიკაცი ომოთხოვნები:

 

შესაბამისი პროფესიულ-ტექნიკური განათლება ჩაითვლება უპირატესობად;

 

პროექტანტად/ინჟინერ დამპროექტებლად მუშაობის გამოცდილება აგრეთვე ჩაითვლება უპირატესობად;

 

 

პიროვნული თვისებები:

 

წესრიგსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;

 

მუშაობის უნარი როგორც გუნდურად,ასევე დამოუკიდებლად;

 

დროის მართვის უნარი;

 

ინფორმაციის ეფექტური ანალიზის და გადაცემის უნარი;

 

ძლიერი პირადი მოტივაცია და წარმატების სურვილი;

 

შრომისმოყვარე,ენერგიული და დისციპლინირებული;

 

სხარტი,ლოგიკური,ანალიტიკური აზროვნების უნარი;

 

შედეგზე ორიენტირებულობა, პასუხისმგებლობისგრძონბა, პუნქტუალურობა;

 

 

ჩვენ გთავაზობთ:

 

  • კომფორტულ,უსაფრთხო და მეგობრულ გარემოს;

 

  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს და დამატებით ბენეფიტებს;

 

  • სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს;

 

  • მზარდ სახელფასო სისტემას, გამოცდილების და კვალიფიკაციის გათვალისწინებით;

 

დაინტერესებულ აპლიკანტებს, რომელთა გამოცდილება და უნარები თანხვედრაშია ჩვენს მოთხოვნებთან გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე მისამართზე hr@maxcomfort.ge 

ან დაგვიკავშირდით ნომერზე (032) 2 477 455 ან 558 46 20 50.

 

 

გაცნობებთ, რომ პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა მკაცრად იქნება დაცული და არ დაიშვება მესამე პირისთვის გადაცემა.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ ჩვენს მოთხოვნებთან შესაბამისი გამოცდილების მქონე აპლიკანტებთან.

გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა