• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ცენტრალური სამაცივრე სისტემების სპეციალისტი
დამსაქმებელი: მისტერ მასტერი
ბოლო ვადა: 2020/08/29
ნანახია: 248 -ჯერ

კომპანია "მისტერ მასტერი" უკვე 10 წელზე მეტია წარმატებით პოზიციონირებს ბაზარზე, რომელიც 24 საათი, კვირაში 7 დღე, სთავაზობს მომხმარებელს სწრაფ და მრავალფეროვან სერვისს საყოფაცხოვრებო, კომუნალურ სფეროში. საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://mrmaster.ge | https://www.facebook.com/mrmaster.ge/

კომპანია "მისტერ მასტერი" აცხადებს ვაკანსიას ცენტრალური სამაცივრე სისტემების სპეციალისტის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

აუცილებელი მოთხოვნები:

** მართვის მოწმობის "B" - კატეგორია;
** გამოცდილების ქონა შესაბამის სფეროში;

ზოგადი მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** თავაზიანობა/კოლეგიალურობა;

სამუშაო მაცივრის ტიპები:

** დახლ-მაცივარი;
** კედლის მაცივარი;
** ვანა-მაცივარი;
** ოთახ-მაცივარი;
** პრომო მაცივარი;

მოვალეობები:

** საკომპრესორო ოთახში ავტომატური ძრავის სისტემის მონტაჟი, საჭიროების შემთხვევაში შეკეთება;
** გეგმიური მომსახურება;
** პულტის რეგულირება/რეჟიმის შეცვლა;
** ტენის შეცვლა;

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიზავნეთ CV/რეზიუმე მისამართზე hr@mrmaster.ge (სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება) ან დაგვიკავშირდით კომპანიის ცხელ ხაზზე 09:00 საათიდან 21:00 საათამდე - (032) 2 404 404.

ჩვენი მისამართია: ვაკე-საბურთალოს რაიონი, უნივერსიტეტის ქუჩა # 24
"მისტერ მასტერი" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა