• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
საწყობის უფროსი
დამსაქმებელი: კავკასია
ბოლო ვადა: 2020/08/30
ნანახია: 345 -ჯერ

ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია - შპს "კავკასია" აცხადებს ვაკანსიას საწყობის უფროსის თანამდებობაზე.

შპს "კავკასია" ბაზარზე წარმოდგენილია ბრენდებით - "Forward" და "Megusto".

ფუნქცია-მოვალეობები:

** სამუშაო პროცესების წარმართვა კანონმდებლობის, შიდა სტანდარტების, პროცედურების და რეგულაციების შესაბამისად
** საწყობის გამართული ფუნქციონირების კონტროლი;
** საწყობში სამუშაო პროცესის წარმართვა და მონიტორინგი;
** სამუშაო დროის და თანამშრომლებზე დავალებების სწორად განაწილება;
** სანიტარული მდგომარეობის კონტროლი და მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების მიერ წესრიგის დაცვა;
** პირადი და საწყობის ჰიგიენა (ყოველდღიურად საწყობის ტერიტორიის დალაგებისა და სისუფთავის უზრუნველყოფა);
** სასაწყობე ოპერაციების, პროცესების და პროცედურების გაწერაში მონაწილეობის მიღება;
** საქონლის მიღების და გაცემის პროცედურების ორგანიზება და მონიტორინგი;
** სასაწყობე სივრცის სწორად დაგეგმვა-გამოყენება, საწყობში არსებული პროდუქციის განლაგების მონიტორინგი (უსაფრთხო და სწორი განლაგება);
** ტვირთების მოძრაობისთვის საჭირო დოკუმენტაციის კონტროლი, როგორც საქონლის მიღებისას, ასევე გაცემისას;
** საწყობის რეგულარული აუდიტი და მონაცემთა ბაზების განახლების კონტროლი;
** მარაგების ყოველდღიური კონტროლი და წარმოებისთვის ოპტიმალური შეკვეთების გენერაცია.
** მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება ადმინისტრაციის მიერ დათქმულ დროს;
** პროდუქციის ვადების კონტროლი;
** ნებისმიერი იმ პრობლემის იდენტიფიკაცია და რეგისტრაცია, რომლებიც ეხება ან ხელს უშლის სამუშაო პროცესს;
** ხელმძღვანელის მიერ მითითებული და დაკისრებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების, ეკონომიკის ან ფინანსების სფეროში);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** კომპიუტერის საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა, Excel-ის ცხრილებთან მუშაობის გამოცდილება. სასაწყობე პროგრამა Apex- თან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
** სასურველია რუსული ენის ცოდნა
** ორგანიზატორული ნიჭი, გუნდის მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დამოუკიდებლად მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა.
** წესრიგის დაცვა;
** შრომის და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვა.
** ემოციური სტაბილურობა.

ანაზღაურება: შეთანხმებით, კვალიფიკაციის მიხედვით (1000 ლარიდან).
სამუშაო გრაფიკი: სრული.

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს და დაინტერესდით გამოცხადებული ვაკანსიით, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) ელ. ფოსტის მისამართზე: vacancykavkasia@gmail.com

სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

CV-ის გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ, რომ შპს "კავკასია" დაამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს დასაქმების მიზნით

გისურვებთ წარმატებებს!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა