• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
კონსულტანტი - ნახევარი განაკვეთი
დამსაქმებელი: დეგუსტო
ბოლო ვადა: 2020/08/27
ნანახია: 449 -ჯერ

კაფეტერიების ქსელი "დეგუსტო" აცხადებს ვაკანსიას ნახევარ განაკვეთიანი კონსულტანტის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები:

** მომხმარებლის მომსახურება - ასორტიმენტის შერჩევა, ანგარიშსწორების წარმოება;
** პროდუქციის ასორტიმენტის სწორი განლაგება;
** პროდუქციის ვადების და ვიზუალის კონტროლი;
** სანიტარული ნორმების დაცვა;
** საჭიროების შემთხვევაში პროდუქციის შეკვეთა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მომსახურეობის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ფულთან მუშაობის გამოცდილება;
** რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარები:

** გამართულად მეტყველების უნარი
** თავაზიანი, კეთილგანწყობილი,
** ორგანიზებული და მოწესრიგებული;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ.

ბენეფიტები:

** კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომელთა კვებას;
** კომპანია იხდის საპენსიო ფონდში თანამშრომლის გადასარიცხ ორ პროცენტს;
** თანამშრომელს შვიდი თვის გასვლის შემდგომ შეუძლია ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით.

ანაზღაურება: 225 ლარი
გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, დღეში 4 საათი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: hr@degusto.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "Consultant".

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა