• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
პროგრამის ადმინისტრატორი
დამსაქმებელი: ავერსი-ფარმა
ბოლო ვადა: 2020/08/07
ნანახია: 222 -ჯერ

ფარმაცევტული კომპანია "ავერსი-ფარმა" აცხადებს ვაკანსიას პროგრამის ადმინისტრატორის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საწყობში არსებული პროგრამული პროცედურების ანალიზი, ოპტიმიზაცია და მენეჯმენტი;
** სისტემის დანერგვასა და გაშვებაში ჩართულობა;
** სისტემის პროვაიდერთან მჭიდრო თანამშრომლობა;
** სისტემების ანალიზი და უპრობლემო სინქრონიზაცია;
** რეპორტინგის სისტემის აწყობა და მართვა;
** საწყობის პროცესების გამართვის მიზნით, ახალი პროგრამული პროცედურებისა და სხვადასხვა რეპორტების მომზადება;
** საწყობის გუნდის სრული და ყოველდღიური მხარდაჭერა;
** თანამშრომლებისთვის ტრენინგების ჩატარება;
** სისტემის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ტექნიკური განათლება ჩაითვლება უპირატესობად);
** სასურველია 1C ERP-თან მუშაობის გამოცდილება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** რუსული ენის ცოდნა;
** Microsoft Office ცოდნა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე vacancy@aversi.ge ან დაგვიკავშირდით:

მისამართზე: ქ. თბილისი, ა. ყაზბეგის 16;
ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1575);

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 07.08.2020.

გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა