განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
კონსულტანტი ქვის სექციაში
დამსაქმებელი: ზოდი პლიუსი
ბოლო ვადა: 2020/08/25
ნანახია: 56 -ჯერ

შპს "ზოდი პლიუსი" ქართულ ბაზარზე 2007 წლიდან ოპერირებს. კომპანიის ძირითადი მიმართულებებია ბუნებრივი ქვების, შიდა და გარე კარის, სარემონტო-მოსაპირკეთებელი მასალების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია. "ზოდი" წარმოდგენილია 6 ბრენდ მაღაზიით თბილისსა და რეგიონებში.

შემოგვიერთდი და მიაღწიე წარმატებას ჩვენს გუნდთან ერთად!

შპს "ზოდი პლიუსი" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე ქვის სექციაში.

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

** მაღაზიაში არსებული პროდუქციის დეტალური შესწავლა;
** მაღაზიაში არსებული პროდუქციის გაყიდვა და რეკლამირება;
** მომხმარებელთან კომუნიკაცია, დაეხმაროს კლიენტს გადაწყვეტილების მიღებაში;
** მაღაზიაში არსებული პროდუქციის დალაგება, დახარისხება.

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია კანდიდატს ჰქონდეს პროგრამა 1C-თან მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელური;
** დეტალზე ორიენტირებული;
** შრომისმოყვარე;
** მოტივირებული;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას, გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
** სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@zodi.ge 25 აგვისტოს ჩათვლით. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს"ზოდი პლიუსი"-მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა