• https://charte.ge/

ავტორი

ტრენინგ ცენტრი ELCml

tel: (+995 32)2933881
mail: info@elcml.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ტრეინინგი )
TKT-ის მოსამზადებელი კურსი და სტაჟირება ინგლისური ენის მასწავლებლებისათვის დასაქმების პერსპექტივით
დამსაქმებელი: ტრენინგ ცენტრი ELCml
კატეგორია: ტრენინგი/სწავლება,
ბოლო ვადა: 2014/10/11
მდებარეობა: თბილისი
სწავლების სახე კურსი
ტრეინინგის საფასური ფასიანი ( ლარი )
ნანახია: 1047 -ჯერ

ტრეინინგ-ცენრტი ELCml-ი გთავაზობთ კემბრიჯის უნივერსიტეტის საკვალიფიკაციო ტესტის TKT-ის მოსამზადებელ კურსს და სტაჟირებას ინგლისური ენის მასწავლებლებისათვის დასაქმების პერსპექტივით

TKT არის ინგლისური ენის სწავლების უნარის ტესტი, რომელიც მომზადებულია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად იმ პირთათვის რომელთა მშობლიური ენა არ არის ინგლისური. TKT საშუალებით მასწავლებლებს შესაძლებლობა ეძლევათ გაეცნონ სწავლების ძირითად მეთოდებს, რაც აუცილებელია ინგლისური ენის სწავლებისათვის.

TKT მოიცავს:

  • სწავლების სხვადასხვა მეთოდებს
  • სწავლების ენა”-ს
  •  რესურსების გამოყენებას
  • გაკვეთილების დაგეგმვის ძირითადი ელემენტებს
  • კლასის/ჯგუფის მართვის მეთოდებს

TKT მიზანშეწონილია ინგლისური ენის მასწავლებლებისათვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მისი ჩაბარება შესაძლებელია მასწავლებლებისათვის კარიერის ნებისმიერი ეტაპზე.

TKT შედგება სამი მოდულისგან, რომლებიც მოიცავენ სწავლების სხვადასახვა ასპექტებს.

მოდული 1
ენა და ენის შესწავლისა და სწავლების გამოცდილება

  • ენის აღწერილობა და ენის ცოდნის უნარები
  • ენის შესწავლის გამოცდილება
  • ენის სწავლების გამოცდილება

მოდული 2

გაკვეთილების დაგეგმვა და რესურსების გამოყენება ენის სწავლების თვალსაზრისით

  • გაკვეთილის ან რიგი გაკვეთილების დაგეგმვა და მომზადება
  • რესურსებისა და მასალების შერჩევა და გამოყენება

მოდული 3

სწავლებისა და შესწავლის პროცესის ხელმძღვანელობა

  • კლასში/ჯგუფში მასწავლებლებისა და მოსწავლეთა სასაუბრო ენა
  • კლასების/ჯგუფების ხელმძღვანელობა

ტესტირებისას საუკეთესო შედეგის მქონე აპლიკანტს ტრეინინგ-ცენრტ ELCml-ის ადმინისტრაცია გასაუბრების საფუძველზე დაასაქმებს ინგლისური ენის მასწავლებლის თანამდებობაზე.

სრული კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 30 საათს; სტაჟირების ხანგრძლივობა —  სამი თვე.

სრული კურსის ღირებულება -  80 ლარი (ღირებულებაში შედის სატრეინინგო მასალის ხარჯები).

სტაჟირება უფასოა!

მიმდინარეობს რეგისტრაცია!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა