• https://charte.ge/

ავტორი

კაფე-რესტორანი სტრადა

mail: vacancy@stradacafe.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ცვლის სუპერვაიზერი
დამსაქმებელი: კაფე-რესტორანი სტრადა
ბოლო ვადა: 2020/08/23
ნანახია: 328 -ჯერ

რესტორნების ქსელი "სტრადა" აცხადებს ვაკანსიას ცვლის სუპერვაიზერის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი.
** სამუშაო გრაფიკი: დღეგამოშვებით სრული სამუშაო დღე.
** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + "ჩაი"

ძირითადი მოვალეობები:

** ობიექტის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** რესტორნის გახსნისთვის მომზადება და მისი კოორდინაციის ქვეშ მყოფი თანამშრომლების მონიტორინგი;
** სამსახურში დროული გამოცხადება და ასევე მომსახურე პერსონალის მოსვლის მონიტორინგი.
** მომსახურების სტანდარტების დაცვა და შესრულების მონიტორინგი;
** დაქვემდებარებული პერსონალის მართვა;
** აქტიური კომუნიკაცია უშუალო ხელმძღვანელსა და კოორდინაციაში მყოფ სხვა პირებთან;
** რესტორნის მატერიალური და არამატერიალური აქტივის დაცვის ზედამხედველობა და უზრუნველყოფა კომპეტენციის ფარგლებში;
** გეგმიური ინვენტარიზაციის წარმოება უშუალო ხელმძღვანელთან ერთად და ნაშთების კონტროლი;
** კომპანიის გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა;
** ტექნიკური ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელისა ან/ და შესაბამისი დეპარტამენტის ინფორმირებულობა;
** Check List-ების ყოველდღიური შევსება;
** მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალების შესრულება უშუალო ხელმძღვანელისგან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია რესტორნის სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება, მათ შორის სუპერვაიზერის პოზიციაზეც.

პიროვნული თვისებები:

** პუნქტუალურობა, მოწესრიგებულობა, დისციპლინირებულობა;
** დროის მართვის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში CV უნდა გამოაგზავნოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: vacancy@stradacafe.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, სხვა შემთხვევაში ვერ მოხდება თქვენი კანდიდატურის განხილვა.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა