• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
უნივერსალური მოლარე-მარნეული
დამსაქმებელი: გოა კრედიტი
ბოლო ვადა: 2020/08/23
ნანახია: 257 -ჯერ

საფინანსო ორგანიზაცია "გოა კრედიტი" 2008 წლიდან წარმატებით ფუნქციონირებს ქართულ ბაზარზე თბილისსა და რეგიონებში. ამჟამად "გოა კრედიტი" წარმოდგენილია ოქროსა და ვერცხლის სალომბარდე სესხით, კონვერტაციებით.

საფინანსო ორგანიზაცია "გოა კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას უნივერსალური მოლარის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: 24 საათი, ცვლა ყოველი მესამე დღე-ღამე.
სამუშაო ადგილი: მარნეული.
ანაზღაურება ექვსთვიან საგამოცდო პერიოდში 60 ლარი 24 საათში, საგამოცდო პერიოდის გასვლის შემდეგ - 65 ლარი.
ძვირფასი ლითონების შეფასების შესწავლა შესაძლებელია ადგილზე, სტაჟირების გავლის პერიოდში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ძვირფასი ლითონების მიღება, შეფასება;
** სალომბარდე სესხის გაცემა;
** კომპანიის პროდუქტების გაყიდვებში აქტიური ჩართულობა;
** ვადაგადაცილებული სესხების კონტროლი;
** პორტფელის მართვა;
** ფაილინგის მოწესრიგება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია ამ სფეროში გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** რუსული ენის ცოდნა;
** სასურველია აზერბაიჯანული ენის ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობა;
** პუნქტუალურობა;
** მუდმივი მზაობა დახმარებისთვის;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;

კანდიდატთა შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე hr@goacredit.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა