• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
უფროსი ბუღალტერი
დამსაქმებელი: ალტა
ბოლო ვადა: 2020/08/22
ნანახია: 245 -ჯერ

შპს "ალტა" დღეისთვის წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას საქართველოს ტექნოლოგიების ბაზარზე, ოპერირებს არსებული მსოფლიო ბრენდების, დისტრიბუციის, საცალო გაყიდვების და სერვისების რეალიზაციის მიმართულებით, წლების განმავლობაში გაფორმაბული აქვს პარტნიორული კონტრაქტები უმსხვილეს მსოფლიო ბრენდებთან.

კომპანია "ალტა" აცხადებს ვაკანსიას უფროსი ბუღალტრის ვაკანტურ თანამდებობაზე.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში:

** შეგეძლებათ იმუშაოთ კომფორტულ გარემოში;
** გექნებათ თვითრეალიზაციისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** იმუშავებთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად;
** გექნებათ ჯანმრთელობის დაზღვევა.

განაკვეთი: სრული.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** უპირატესობად ჩაითვლება ACCA I-II დონის სერტიფიკატის ფლობა;
** ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება. სასურველია 1 წლიანი გამოცდილება მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე;
** საგადასახადო კოდექსისა და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების სრულყოფილი ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ფლობა (სასაუბრო, წერილობით);
** საბუღალტრო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება, სასურველია ERP სისტემებში მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;

უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად განაწილების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;

მოვალეობები:

** საბუღალტრო სისტემაში ინფორმაციის აღრიცხვის სიზუსტისა და პირველად დოკუმენტაციასთან შესაბამისობის კონტროლი;
** საბუღალტრო გატარებების წარმოება;
** საბანკო გადარიცხვების წარმოება;
** სალაროს აღრიცხვა და კონტროლი;
** დებიტორ-კრედიტორების კონტროლი, შედარების აქტების მომზადება.
** საგადასახადო დეკლარაციების მომზადება.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV თანდართული ფოტოსურათით გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@alta.com.ge. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გამოყენებულ იქნება კანდიდატთა შერჩევის შემდეგი პროცედურები:

** წინასწარი გადარჩევა წარმოდგენილი CV-ების მიხედვით;
** გასაუბრება;
** IQ და OPQ ტესტი.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა