• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ექსპერტ-მენეჯერი
დამსაქმებელი: გოა კრედიტი
ბოლო ვადა: 2020/09/18
ნანახია: 395 -ჯერ

საფინანსო ორგანიზაცია "გოა კრედიტი" 2008 წლიდან წარმატებით ფუნქციონირებს ქართულ ბაზარზე თბილისსა და რეგიონებში. ამჟამად "გოა კრედიტი" წარმოდგენილია კონვერტაციებით, ოქროსა და ვერცხლის სალომბარდე სესხით.

საფინანსო ორგანიზაცია "გოა კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას სერვის ცენტრის ექსპერტ-მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლებისთვის ხარისხიანი მომსახურების გაწევის უზრუნველყოფა/მონიტორინგი;
** ბაზების დამუშავება, მომხმარებლის მოზიდვის უზრუნველყოფა და პორტირების პროცესში ჩართულობა;
** სერვის ცენტრის ფაილინგის მოწესრიგება და ფორმების სათანადოდ შევსების უზრუნველყოფა;
** ვადაგადაცილებული პორტფელის მართვა და მუდმივი მონიტორინგი;
** გაყიდვებში ჩართული თანამშრომლების კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა;
** საბონუსე სისტემის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** ინკასაციის პროცესის უზრუნველყოფა;
** ძვირფასი ლითონების მიღება, შეფასება;
** სალომბარდე სესხის გაცემა;
** სერვის ცენტრში წარმოქმნილი გაუმართაობების შესახებ შესაბამისი სამსახურის დროული ინფორმირება;
** სერვის ცენტრში არსებული შიდა და გარე კამერების მუშაობის მონიტორინგი;
** საგანგაშო ღილაკის მუშაობის მონიტორინგი;
** გარკვეული პერიოდულობით დირექტორთან სხვადასხვა ტიპის ანგარიშების წარდგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება,
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება;
** ძვირფასი ლითონების ექსპერტ-შემფასებლის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;
** ძვირფასი ლითონების შემფასებლის სერთიფიკატი;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

კანდიდატთა შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: hr@goacredit.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა