განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
კატეგორიის მენეჯერი
დამსაქმებელი: გორგია
ბოლო ვადა: 2020/08/14
ნანახია: 80 -ჯერ

“გორგია” ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელია, რომელიც წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისში, მარნეულში, ზუგდიდში, თელავსა და ბათუმში.

კომპანიის ძირითად საქმიანობის სფეროს სამშენებლო და სარემონტო მასალების საქართველოში იმპორტირება და საცალო-საბითუმო ვაჭრობა წარმოადგენს. “გორგიას” მიერ იმპორტირებული პროდუქციის რეალიზაცია ხდება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში.

 

გორგია” აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე, თბილისში.

 

 

 

ძირითადი მოვალეობები:

  • პროდუქციის შესყიდვისა და გაყიდვის პროცესების მართვა და კონტროლი;
  • ბაზრის ანალიზი - საბაზრო ტენდენციების მონიტორინგი;
  • არსებული ასორტიმენტის, გაყიდვებისა და ბაზრის  ანალიზის საფუძველზე;
  • პროდუქციის ნაირსახეობის მატებაზე ზრუნვა;
  • ახალი ბრენდების/მომწოდებლების მოძიება, მოლაპარაკების წარმოება და პროდუქციის დროული მოწოდების უზრუნველყოფა;
  • შესყიდვების გეგმის შედგენა;
  • შესყიდული პროდუქციის გაყიდვების მხარდაჭერა და პროცესის მართვა;
  • ფასწარმოქმნის ანალიზი და პროდუქციის ფასების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება;
  • გაყიდვებისთვის დაგეგმილი აქციებისა და სხვა აქტივობების ეფექტურობის დადგენა და მონიტორინგი;
  • შეთავაზების კატალოგების მომზადება გაყიდვების სტიმულაციისთვის;
  • პროდუქციის  ანალიზი - შესყიდვის, გაყიდვის და მარაგის მუდმივი ანალიზი;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა, მათ მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:

  • მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე;
  • ინგლისური, რუსული ან/და  თურქული ენების ცოდნა;
  • სასურველია 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • მოლაპარაკების და დარწმუნების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტურად გამოყენების უნარი.

 

 

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში აირჩიეთ ერთ-ერთი ვარიანტი:

  • გამოგვიგზავნეთ  CV მეილზე: recruit@gorgia.ge  (მეილზე გამოგზავნის შემთხვევაში, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება);
  • შეავსეთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა: http://bit.ly/2Yx0jEI
  • მოგვწერეთ Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/GorgiaJobs/
  • შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა "გორგიას" ნებისმიერ ფილიალში.

 

გისურვებთ წარმატებებს!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა