• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ავტოპარკის მენეჯერი
დამსაქმებელი: მეგალაბი
ბოლო ვადა: 2020/07/20
ნანახია: 200 -ჯერ

"მეგალაბი" აცხადებს ავტოპარკის მენეჯერის ვაკანსიას თბილისში.

"მეგალაბი" ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მსხვილი და მრავალპროფილური ლაბორატორიაა, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ხდება ქვეყანაში არსებული ლაბორატორიული დიაგნოსტიკისა და კვლევების განხორციელების მოთხოვნების სრულად დაფარვა.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, პ. ქავთარაძის 23
სამუშო გრაფიკი: 8 საათიანი 6 სამუშაო დღე

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ბალანსზე არსებული სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში ყოფნის უზრუნველყოფა და მუდმივი კონტროლი;
** ავტოპარკის რეგულარული აღრიცხვა/კონტროლი;
** კურიერების ინსტრუქტაჟი უსაფრთხო მოძრაობის წესების დაცვის თაობაზე;
** რისკების შეფასება და რეკომენდაციების წარდგენა;
** ავტომობილების შეკეთების კონტროლი;
** უშუალო უფროსის მიერ სხვადასხვა დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 20 ივლისი, 2020 წ.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე: hr@megalab.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

"მეგალაბი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!

"მეგალაბში" თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "მეგალაბის" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 3 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა