კონსულტანტი - თბილისი მოლი |
დამსაქმებელი: |
პეპელა |
ბოლო ვადა: |
2020/07/20 |
ნანახია: |
206 -ჯერ |
სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "პეპელა" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე ქალაქ თბილისში, "თბილისი მოლის" ფილიალში.
სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "პეპელა" მომხმარებელს სთავაზობს ევროპული და საერთაშორისო ბრენდების სათამაშოების ფართო ასორტიმენტს ბიჭებისთვის და გოგოებისთვის, 1 თვიდან.
ჩვენთან გელოდებათ:
** კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** კომფორტული სამუშაო გარემო;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** და რაც ყველაზე მთავარია - ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიცირება.
ასე რომ, მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.
ძირითადი მოვალეობები:
** მომსახურების კორპორატიული სტანდარტის მიხედვით კლიენტთა მომსახურება;
** პროდუქციის სტანდარტული წესით განლაგების უზრუნველყოფა;
** სალარო აპარატთან მუშაობა.
ძირითადი მოთხოვნები:
** სასურველია სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში
** საოფისე პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე (MS Word, Excel).
პიროვნული მახასიათებლები:
** კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა.
სამუშაო გრაფიკი: სრული (ცვლებში).
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: თბილისი, "თბილისი მოლი" (აღმაშენებლის ხეივანი მე-16 კმ)
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: hr@pepela.ge 2020 წლის 20 ივნისის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!