• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
დისტრიბუტორი რეგიონში
დამსაქმებელი: სანდომი
ბოლო ვადა: 2020/08/13
ნანახია: 328 -ჯერ

მრავალპროფილური საკონდიტრო კომპანია "სანდომი", რომელიც ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს, წარმოდგენილია 9000-მდე ობიექტზე როგორც ფხვიერი, ასევე შოკოლადიანი ნაწარმის მრავალფეროვანი ასორტიმენტით, სრული საქართველოს მასშტაბით.

კომპანიის საქმიანობაა საყოველთაო რანჟირების შედეგად პურის წარმოება, საკონდიტრო ნაწარმის შენახვა-წარმოება. შპს "ვასაძის პურს" და ბრენდს -"სანდომი" საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს წოდება "პერმანენტ ლიდერი" მსხვილ საწარმოებს შორის. "სანდომის", როგორც კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია მომხმარებელზე ორიენტირება, მაღალი ხარისხი, მუდმივი სიახლეები, გუნდური მუშაობის პრინციპი და მინიჭებული ISO 22000 -საერთაშორისო ხარისხის დანერგილი მოთხოვნების მაქსიმალური დაცვა.

კომპანია "სანდომი" სამუშაოდ იწვევს ენერგიულ, კომუნიკაბელურ, აქტიურ, პასუხისმგებლობის მქონე პირებს, რომელთაც აქვთ სურვილი, იმუშაონ დისტრიბუტორის თანამდებობაზე რეგიონში.

ძირითადი მოვალეობები: ახალი ობიექტების მოძიება, პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრა, მოლაპარაკების წარმართვა.

ძირითადი მოთხოვნები:

** ასაკი: 22-დან 35 წლამდე
** მართვის მოწმობა (B კატეგორია)
** 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება დისტრიბუტორის თანამდებობაზე;
** ორიენტირებული გაყიდვების ზრდაზე
** უძრავი ქონებით უზრუნველყოფა.

პიროვნული მახასიათებლები:

** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** შრომისმოყვარე
** კომუნიკაბელური
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

პირობები:

** მდებარეობა: თბილისი, ს. ფონიჭალა
** გრაფიკი: სრული დღე
** დასვენება: კვირა
** ხელფასი: ამოღებული თანხის % + ბონუსები
** სამუშაო განაკვეთი: სრული
** კვებით უზრუნველყოფა
** რეგიონში სასტუმრო/საცხოვრებლით უზრუნველყოფა.

დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ რეზიუმე ქართულ ენაზე, ელ. მისამართზე: sandomi.hr@gmail.com და აუცილებლად საგანში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვაკანსია არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა