• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ოფისის მენეჯერი
დამსაქმებელი: ალგანი
ბოლო ვადა: 2020/08/10
ნანახია: 365 -ჯერ

დაცვის კომპანია "ალგანი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ვალდებულებები:

** კომპანიაში შემოსული სტუმრების დახვედრა, რეგისტრირება და შესაბამის პირთან გადამისამართება;
** შეხვედრების და თათბირების ორგანიზება;
** კომპანიიდან გასაგზავნი კორესპონდენციის მომზადება და გაგზავნის უზრუნველყოფა, აგრეთვე კომპანიაში შემოსული კორესპონდენციის მიღება და დროული გადამისამართება;
** ოფისის საკანცელარიო და გამართული სამუშაო პროცესისთვის საჭირო სხვა ინვენტარით დროული მომარაგება;
** კომპანიის სხვადასხვა საორგანიზაციო ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება;
** თანამდებობრივი ინსტრუქციით (სამუშაო აღწერილობა) გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (წერილობითი, ზეპირი);
** სავალდებულოა კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** საქმის და დროის სწორად გადანაწილების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და პრაგმატულობა;
** კონფიდენციალობა, მოწესრიგებულობა და პუნქტუალობა;
** ​ინტერაქციისა და კომუნიკაციის უნარი;
** პრეზენტაციის უნარი.

დამატებითი ინფორმაცია:

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-19:00 საათი, შაბათს 10:00-14:00 საათი.
ანაზღაურება: შეთანხმებით

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@algani.ge

ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა