• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ვებდეველოპერი-თბილისი
დამსაქმებელი: გორგია
ბოლო ვადა: 2020/08/09
ნანახია: 253 -ჯერ

“გორგია” ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელია, რომელიც წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისში, მარნეულში, ზუგდიდში, თელავსა და ბათუმში.

კომპანიის ძირითად საქმიანობის სფეროს სამშენებლო და სარემონტო მასალების საქართველოში იმპორტირება და საცალო-საბითუმო ვაჭრობა წარმოადგენს. “გორგიას” მიერ იმპორტირებული პროდუქციის რეალიზაცია ხდება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში.

 

„გორგია“აცხადებს ვაკანსიას, ვებდეველოპერის პოზიციაზე, თბილისში.

 

     ძირითადი მოვალეობები:

  •          პროგრამების შემნის პროცესში, გორგიას სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან გამართული კომუნიკაცია და ინფორმაციის მიმოცვლა;
  •          საჭიროების შემთხვევაში Web პროგრამების სხვა გარე პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირება;
  •          საჭირო Web პროგრამების, პროგრამული მოდულების შექმნაში და დახვეწაში მონაწილეობის მიღება;
  •          არსებული Web პროგრამების გაუმჯობესება და პრობლემების მოგვარება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:

  •          აუცილებელია პროგრამისტად  მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  •          Laravel, OOP PHP, MySQL, MSSQL, Node.js, soket.io, jQuery, JavaScript, Bootstrap, CSS3, HTML5 ტექნიკური უნარების ცოდნა;
  •          დოკუმენტაციის წარმოების უნარი;
  •          Web გვერდების დამზადების გამოცდილება;
  •          პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  •          კომუნიკაბელურობა;
  •          გუნდური მუშაობის უნარი.

 

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში აირჩიეთერთ-ერთი ვარიანტი:

  •   გამოგვიგზავნეთ CV მეილზე: recruit@gorgia.ge  (მეილზე გამოგზავნის შემთხვევაში, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება);
  •   შეავსეთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა: http://bit.ly/2Yx0jEI
  •   მოგვწერეთ Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/GorgiaJobs/
  •   შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა "გორგიას" ნებისმიერ ფილიალში.


გისურვებთ წარმატებებს!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა