• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი-თბილისი
დამსაქმებელი: გორგია
ბოლო ვადა: 2020/08/09
ნანახია: 272 -ჯერ

“გორგია” ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელია, რომელიც წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისში, მარნეულში, ზუგდიდში, თელავსა და ბათუმში.

 

კომპანიის ძირითად საქმიანობის სფეროს სამშენებლო და სარემონტო მასალების საქართველოში იმპორტირება და საცალო-საბითუმო ვაჭრობა წარმოადგენს. “გორგიას” მიერ იმპორტირებული პროდუქციის რეალიზაცია ხდება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში.

 

 

გორგიააცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, თბილისში.

 

 

ძირითადი მოვალეობები:

 

  •          სამშენებლო ბაზრის შესწავლა;
  •          პოტენციური კლიენტების მოძიება და თანამშრომლობის დაწყება;
  •          კლიენტების მოთხოვნების განსაზღვრა;
  •          შეხვედრებისა და პრეზენტაციების ორგანიზება და მართვა;
  •          არსებული ობიექტების მაქსიმალური ყურადღების მიქცევა და მომსახურება;
  •          ჩაბარებული უბნის კეთილსინდისიერად მოვლა-პატრონობა;
  •          შესრულებულ სამუშაოზე ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან.

 

 

პიროვნული თვისებები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  •          უმაღლესი განათლება;
  •          მინიმუმ 2წლიანი სამუშაო გამოცდილება,კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით;
  •          აუცილებელია მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი;
  •          ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა;
  •          საოფისე პროგრამების ცოდნა;
  •          პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  •          კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
  •          მოლაპარაკებისა და დარწმუნების უნარი.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში აირჩიეთ ერთ-ერთი ვარიანტი:

  •   გამოგვიგზავნეთ   CV მეილზე: recruit@gorgia.ge (მეილზე გამოგზავნის შემთხვევაში, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება)
  •   შეავსეთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა: http://bit.ly/2Yx0jEI
  •   მოგვწერეთ Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/GorgiaJobs/
  •   შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა "გორგიას" ნებისმიერ ფილიალში.


გისურვებთ წარმატებებს!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა