• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მიმღები ზონის სპეციალისტი-თბილისი
დამსაქმებელი: გორგია
ბოლო ვადა: 2020/08/09
ნანახია: 258 -ჯერ

“გორგია” ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელია, რომელიც წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისში, მარნეულში, ზუგდიდში, თელავსა და ბათუმში.

კომპანიის ძირითად საქმიანობის სფეროს სამშენებლო და სარემონტო მასალების საქართველოში იმპორტირება და საცალო-საბითუმო ვაჭრობა წარმოადგენს. “გორგიას” მიერ იმპორტირებული პროდუქციის რეალიზაცია ხდება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში.

 

„გორგია“აცხადებს ვაკანსიას მიმღები ზონის სპეციალისტის პოზიციაზე, თბილისში.

 

     ძირითადი მოვალეობები:

  •          სასაქონლო ზედნადების საფუძველზე პროდუქციის მიღება;
  •          პროდუქციის მიღების პროცესში ვადების კონტროლი;
  •          პროდუქციის მარკირება;
  •          შიდა გადაადგილებების გადამოწმება.
     

პიროვნული თვისებები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

  •          მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
  •          სასურველია 1C პროგრამის ცოდნა;
  •          პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  •          დისციპლინირებულობა;
  •          გუნდური მუშაობის უნარი.

 

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში აირჩიეთ ერთ-ერთი ვარიანტი:

  •   გამოგვიგზავნეთ CV მეილზე: recruit@gorgia.ge  (მეილზე გამოგზავნის შემთხვევაში, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება)
  •   შეავსეთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა: http://bit.ly/2Yx0jEI
  •   მოგვწერეთ Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/GorgiaJobs/
  •   შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა "გორგიას" ნებისმიერ ფილიალში.


გისურვებთ წარმატებებს!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა