• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ბუღალტერი-თბილისი
დამსაქმებელი: გორგია
ბოლო ვადა: 2020/08/09
ნანახია: 248 -ჯერ

“გორგია” ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელია, რომელიც წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისში, მარნეულში, ზუგდიდში, თელავსა და ბათუმში.

კომპანიის ძირითად საქმიანობის სფეროს სამშენებლო და სარემონტო მასალების საქართველოში იმპორტირება და საცალო-საბითუმო ვაჭრობა წარმოადგენს. “გორგიას” მიერ იმპორტირებული პროდუქციის რეალიზაცია ხდება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში.

 

გორგია” აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე, თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:

  •          პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების დამუშავება;
  •          კრედიტორ/დებიტორების კონტროლი;
  •          ძირითადი საშუალების აღრიცხვა;
  •          სალარო/ბანკის კონტროლი;
  •          უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  •          უმაღლესი განათლება (სასურველია ფინანსების მიმართულებით);
  •          მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
  •          სასურველია ACCA-ს სტუდენტი;
  •          საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
  •          IFRS სტანდარტების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

  •          ორგანიზებული;
  •          დეტალებზე ორიენტირებული;
  •          დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  •          პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  •          გადაწყვეტილების მიღების უნარი.

 

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში აირჩიეთ ერთ-ერთი ვარიანტი:

  •   გამოგვიგზავნეთ CV მეილზე: recruit@gorgia.ge (მეილზე გამოგზავნის შემთხვევაში, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება);
  •   შეავსეთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა: http://bit.ly/2Yx0jEI
  •   მოგვწერეთ Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/GorgiaJobs/
  •   შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა "გორგიას" ნებისმიერ ფილიალში.


გისურვებთ წარმატებებს!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა