• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
1C პროგრამული უზრუნველყოფის დეპარტამენტის სპეციალისტი-თბილისი
დამსაქმებელი: გორგია
ბოლო ვადა: 2020/08/09
ნანახია: 288 -ჯერ

“გორგია” ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელია, რომელიც წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისში, მარნეულში, ზუგდიდში, თელავსა და ბათუმში.

კომპანიის ძირითად საქმიანობის სფეროს სამშენებლო და სარემონტო მასალების საქართველოში იმპორტირება და საცალო-საბითუმო ვაჭრობა წარმოადგენს. “გორგიას” მიერ იმპორტირებული პროდუქციის რეალიზაცია ხდება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში.

 

გორგია” აცხადებს ვაკანსიას 1C  პროგრამული უზრუნველყოფის დეპარტამენტის სპეციალისტის პოზიციაზე, თბილისში.

 

ძირითადი მოვალეობები:

  •          ERP პროგრამასთან მუშაობა;
  •          პროგრამასთან მომუშავე განყოფილებებთან თანამშრომლობა და კომუნიკაცია;
  •          პროგრამასთან დაკავშირებით განყოფილებებიდან შემოსული მოთხოვნების გაანალიზება და მართვა უშუალო ხელმძღვანელთან ერთად;
  •          შესრულებული სამუშაოების და შესაბამისი შედეგების შესახებ ინფორმაციის (ზეპირსიტყვიერად და/ან წერილობითი) წარდგენა უშუალო ხელმძღვანელისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:

  •          უმაღლესი განათლება (სასურველია კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით);
  •          1 წლამდე მუშაობის გამოცდილება - 1C ERP2.0 -ის მიმართულებით;
  •          MS Excel, პროგრამირების საფუძვლების ცოდნა;
  •          სასურველია 1C პროგრამირების ცოდნა;
  •          რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
  •          პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  •          რამდენიმე საქმის ერთდროულად შესრულების უნარი;
  •          გუნდური მუშაობის უნარი.

 

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, HR დეპარტამენტში შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა.

გისურვებთ წარმატებებს!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა