ქსელის ადმინისტრატორი-თბილისი |
დამსაქმებელი: |
გორგია |
ბოლო ვადა: |
2020/08/09 |
ნანახია: |
552 -ჯერ |
“გორგია” ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელია, რომელიც წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისში, მარნეულში, ზუგდიდში, თელავსა და ბათუმში.
კომპანიის ძირითად საქმიანობის სფეროს სამშენებლო და სარემონტო მასალების საქართველოში იმპორტირება და საცალო-საბითუმო ვაჭრობა წარმოადგენს. “გორგიას” მიერ იმპორტირებული პროდუქციის რეალიზაცია ხდება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში.
„გორგია“აცხადებს ვაკანსიას, ქსელის ადმინისტრატორის პოზიციაზე, თბილისში.
ძირითადი მოვალეობები:
- ქსელური მოწყობილობების პროგრამული და აპარატურული კონფიგურაცია;
- WiFi ინფრასტრუქტურის ადმინისტრირება;
- ინტერნეტ პროვაიდერებთან შეერთების ადმინისტრირება;
- VPN კავშირის ადმინისტრირება;
- Firewall-ების ადმინისტრირება (Cisco FirePower, Mikrotik);
- DHCP, DNS, მონიტორინგის სისტემების ადმინისტრირება;
- საჭიროების შემთხვევაში ორგანიზაციის ფილიალებში ვიზიტი და ქსელური მოწყობილობების კონფიგურაცია/ინსტალაცია;
- ქსელური ინფრასტრუქტურის განვითარებაზე და დახვეწაზე ზრუნვა;
- ქსელური ინფრასტრუქტურის მონიტორინგი;
- ქსელური ინფრასტრუქტურის ნახაზების და დოკუმენტაციის მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:
- CCNA-ს დონის ცოდნა;
- მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება კომპიუტერული ქსელების მიმართულებთ;
- Switching, Routing პროტოკოლების, VPN ტექნოლოგიების საფუძვლიანი ცოდნა;
- Firewall-ის მუშაობის პრინციპების ცოდნა;
- სასურველია VOIP ტექნოლოგიების ცოდნა;
- ინგლისური და რუსული ენების საშუალო დონეზე ცოდნა;
- კომუნიკაბელურობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში აირჩიეთ ერთ-ერთივარიანტი:
გისურვებთ წარმატებებს!