• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ჰიპერმარკეტის კონსულტანტი-თბილისი
დამსაქმებელი: გორგია
ბოლო ვადა: 2020/08/09
ნანახია: 380 -ჯერ

“გორგია” ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელია, რომელიც წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისში, მარნეულში, ზუგდიდში, თელავსა და ბათუმში.

კომპანიის ძირითად საქმიანობის სფეროს სამშენებლო და სარემონტო მასალების საქართველოში იმპორტირება და საცალო-საბითუმო ვაჭრობა წარმოადგენს. “გორგიას” მიერ იმპორტირებული პროდუქციის რეალიზაცია ხდება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში.

 

„გორგია“აცხადებს ვაკანსიას ჰიპერმარკეტის კონსულტანტის პოზიციაზე, თბილისში.

 

ძირითადი მოვალეობები:

 

  •          მომხმარებლის მოთხოვნების გაგება, პროდუქციის შეთავაზება, პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  •          მომხმარებლისგან შეკვეთის მიღება და პროდუქციის მიწოდების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება;
  •          პროდუქციის მიღებაში მონაწილეობა - პროდუქციის გახსნა, აწყობა, დაკომპლექტება, მახასიათებლების შემოწმება;
  •          დარბაზში პროდუქციის აღწერა, ნაშთების რაოდენობის კონტროლი - პროდუქციის შევსება, პროდუქციის შეკვეთის აუცილებლობის შესახებ მენეჯერის ინფორმირება;
  •          გაყიდვების და შეკვეთების პროგრამაში შეტანა;
  •          გაყიდვების ხელშეწყობა, პროდუქციის განთავსება თვალსაჩინო ადგილას, მომხმარებლის ყურადღების მიპყრობა პროდუქციაზე;
  •          სტაჟიორებისთვის მენტორობის გაწევა.

 

პიროვნული თვისებები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  •          სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  •          სასურველია ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა;
  •          საოფისე პროგრამების ცოდნა;
  •          კომუნიკაციის უნარი;
  •          პასუხისმგებლობის გრძნობა;
  •          პრეზენტაციის უნარი;
  •          გუნდური მუშაობის უნარი.

 

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში აირჩიეთ ერთ-ერთი ვარიანტი:

  •   გამოგვიგზავნეთ CV მეილზე: recruit@gorgia.ge(მეილზე გამოგზავნის შემთხვევაში, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება);
  •   შეავსეთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა: http://bit.ly/2Yx0jEI
  •   მოგვწერეთ Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/GorgiaJobs/
  •   შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა "გორგიას" ნებისმიერ ფილიალში.


გისურვებთ წარმატებებს!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა