• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
პრისელერი-თბილისი
დამსაქმებელი: გორგია
ბოლო ვადა: 2020/08/09
ნანახია: 376 -ჯერ

“გორგია” ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელია, რომელიც წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისში, მარნეულში, ზუგდიდში, თელავსა და ბათუმში.

კომპანიის ძირითად საქმიანობის სფეროს სამშენებლო და სარემონტო მასალების საქართველოში იმპორტირება და საცალო-საბითუმო ვაჭრობა წარმოადგენს. “გორგიას” მიერ იმპორტირებული პროდუქციის რეალიზაცია ხდება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში.

 

გორგია” აცხადებს ვაკანსიას პრისელერის პოზიციაზე, თბილისში.

 

ძირითადი მოვალეობები:

  •          სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკების წარმოება;
  •          სავაჭრო ობიექტებში შეკვეთის გაფორმება;
  •          სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის  ნაშთების ოპერატიული ანალიზი და კონტროლი;
  •          სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის წარმოდგენის სტანდარტების კონტროლი;
  •          პროდუქციის მახასიათებლების ცოდნა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:

  •       სასურველია ადგილობრივი პრისელერი;
  •       აუცილებელია მართვის მოწმობა და პირადი ავტომობილი;
  •       აუცილებელია ქონებრივი უზრუნველყოფა (მუშაობის პერიოდში ჩადებული ქონება, გარანტიის სახით);
  •       სასურველია ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა;
  •       საოფისე პროგრამების ცოდნა;
  •       პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  •       დისციპლინირებულობა;
  •       გუნდური მუშაობის უნარი.

 

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში აირჩიეთ ერთ-ერთი ვარიანტი:

  •   გამოგვიგზავნეთ CV მეილზე: recruit@gorgia.ge (მეილზე გამოგზავნის შემთხვევაში, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება);
  •   შეავსეთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა: http://bit.ly/2Yx0jEI
  •   მოგვწერეთ Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/GorgiaJobs/
  •   შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა "გორგიას" ნებისმიერ ფილიალში.


გისურვებთ წარმატებებს!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა