• https://charte.ge/

ავტორი

თბილისის არქიმედეს სკოლა

mail: hr.archimede@gmail.com

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ფსიქოლოგი
დამსაქმებელი: თბილისის არქიმედეს სკოლა
ბოლო ვადა: 2020/07/14
ნანახია: 223 -ჯერ

"თბილისის არქიმედეს სკოლა" აცხადებს კონკურსს ფსიქოლოგის ვაკანტურ პოზიციაზე.

კვალიფიკაცია:

კონკურსანტს უნდა ჰქონდეს უმაღლესი ან პროფესიული განათლება ფსიქოლოგის მიმართულებით.

კონკურსანტს უნდა იცნობდეს შემდეგ საკითხებს:

ა) ინკლუზიური განათლების ძირითადი პრინციპები;
ბ) საგანმანათლებლო გარემოში ქცევითი და ემოციური სირთულეების პრევენცია და მართვა;გ) განათლების ფსიქოლოგია;
დ) ასაკობრივი განვითარების თეორიები, ბავშვთა და მოზარდთა ფსიქო-ფიზიკური განვითარების ასაკობრივი და სპეციფიკური პრობლემები და მათი გადალახვის გზები;
ე) სწავლებისა და სწავლის ეფექტური სტრატეგიები და მეთოდები;
ვ) პრობლემური ქცევის მართვის სტრატეგიები;
ზ) აკადემიური, კოგნიტური, კომუნიკაციური, სოციალური, ფსიქოემოციური, ქცევითი, ფუნქციური და მოტორული უნარების დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
თ) ბავშვის განვითარებაზე მოქმედი ინდივიდუალური (პიროვნული) და გარემო ფაქტორები, ამ ფაქტორების ზეგავლენა სსსმ მოსწავლის სწავლასა და განვითარებაზე;
ი) სსსმ მოსწავლისათვის სასწავლო პროცესისა და სხვდასხვა აქტივობების დაგეგმვა და
წარმართვა;
კ) სსსმ მოსწავლისათვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავება, განხორციელება და მონიტორინგი;
ლ) სსსმ მოსწავლეზე მორგებული სასწავლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვა.

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაცია;
** ორგანიზებულობა;
** კონფლიქტური სიტუაციების ეფექტური მართვა;
** კრეატიულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა.

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

1. პირველ ეტაპზე შერჩევა მოხდება CV-ის საფუძველზე;
2. მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება.

გასაუბრება შედგება: 15.07.2020.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr.archimede@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა