მძღოლი-ექსპედიტორი |
დამსაქმებელი: |
ფუდსერვისი |
ბოლო ვადა: |
2020/07/15 |
ნანახია: |
352 -ჯერ |
სადისტრიბუციო კომპანია "ფუდსერვისი" , წარმოადგენს მსოფლიოს პრემიუმ კლასის მწარმოებლების წამყვან ბრენდებს საქართველოში. "ფუდსერვსი" საქართველოში საქმიანობას ეწევა 2006 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო ბრენდების - "Danone"-ს , "Sadia"-ს და ასევე საკუთარი ბრენდის - "Supremo"-ს კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.
"ფუდსერვისი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლი-ექსპედიტორის პოზიციაზე, დღის ცვლაში.
სამუშაო ადგილი: ორხევის დასახლება, თ. ჩანტლაძის #40.
მოვალეობები:
** სავაჭრო ობიექტებისთვის პროდუქციის მიწოდება;
** პროდუქციის უვნებლად და დაუზიანებლად ტრანსპორტირება;
** პროდუქციის დანიშნულებისამებრ ჩაბარება და შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება.
** პროდუქციის გადაზიდვაზე გაცემული ფაქტურების და დოკუმენტების დანიშნულებისამებრ ჩაბარება.
** სავაჭრო ობიექტიდან პროდუქციის დაბრუნების შემთხვევაში, სწორად მითვლა და შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება.
** ობიექტიდან დაბრუნებული პროდუქციის საწყობისთვის მითვლა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მანქანის მართვის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** აუცილებელია მართვის მოწმობა BC კატეგორია.
** განათლება: საშუალო.
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** დისციპლინირებულობა
** სტრესულ გარემოში მუშაობის გამოცდილება.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancy@gfs.ge და გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა ვერ განიხილება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 15 ივლისი.