• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
გრაფიკული დიზაინერი
დამსაქმებელი: ჭი-ტა
ბოლო ვადა: 2020/08/02
ნანახია: 307 -ჯერ

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "ჭი-ტა" 1996 წლიდან წარმატებით მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე. მისი პროდუქცია გამოირჩევა ხარისხის ნიშნით, ხოლო მომსახურება - პროფესიონალიზმითა და მომხმარებლისადმი კეთილგანწყობით. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს თანამშრომლების მოტივირებას, მათ პროფესიულ ზრდასა და გუნდურ მუშაობას.

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "ჭი-ტა" აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.

მდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან პროფესიული (ასევე, სასერტიფიკატო კურსი) განათლება ვიზუალური ხელოვნების მიმართულებით;
** Adobe Illustrator - უმაღლეს დონეზე ცოდნა;
** Abode Photoshop - უმაღლეს დონეზე ცოდნა;
** იდენტურ პროექტებზე მინ. 6 თვიანი გამოცდილება.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მარკეტინგული მასალებისთვის დიზაინის მომზადება;
** შემუშავებული მასალის საბეჭდად გამზადება;
** პროდუქციის ფოტოების გადაღება და შემდგომი დამუშავება;
** ციფრული არხებისთვის ვიზუალური კომუნიკაციის მასალის მომზადება;
** ბეჭდვითი და ციფრული მასალების დიზაინის მომზადება და კორექტირება;
** დამტკიცებული დიზაინების არქივის წარმოება;
** სარეკლამო კომპანიებთან თანამშრომლობა;
** POS მასალების დიზაინის შექმნა;
** კომპანიის პროდუქტებისათვის სარეკლამო-საინფორმაციო მასალების (კატალოგი, ფლაერი, ბუკლეტი, სტიკერი, ბილბორდი, სააქციო ბანერი და სხვა) დიზაინის შექმნა.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შემოქმედებითი აზროვნება;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

კომპანია გთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოსა და განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV მისამართზე: hr@chita.ge  (სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება).

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა