• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ფოტოგრაფი
დამსაქმებელი: ავერსი ფარმა
ბოლო ვადა: 2020/07/20
ნანახია: 309 -ჯერ

შპს "ავერსი-ფარმა" აცხადებს ვაკანსიას ფოტოგრაფის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** "ავერსი-ფარმას" ობიექტებისა და ნებისმიერი საჭირო მასალის გადაღება, ასევე ღონისძიებებზე, პრეზენტაციებზე ორგანიზაციის გუნდთან ერთად დასწრება და ფოტოგადაღება;
** ჟურნალისათვის საჭირო ფოტოგადაღება (ინტერვიუს ფოტოები, ღონისძიებების ფოტოები, სტატიების გასაფორმებელი ფოტოები, სარედაქტორო ფოტოები და სხვა).

ძირითადი მოთხოვნები:

** ფოტოგრაფად მუშაობის გამოცდილება;
** გრაფიკული პროგრამების ცოდნა ფოტოების დასამუშავებლად;
** კომუნიკაბელურობა; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა/პუნქტუალურობა.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე vacancy@aversi.ge ან წარმოადგინოთ საბუთები 11:00 სთ-დან 15:00 სთ-მდე

** ფოტოსურათი 3X4 1ც.;
** პირადობის მოწმობის ასლი;
** სარეკომენდაციო წერილები

მისამართზე:

მისამართზე: ქ. თბილისი, ა. ყაზბეგის 16;
ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1575);

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 20.07.2020. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა