• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ბრენდ მენეჯერი
დამსაქმებელი: ალტა
ბოლო ვადა: 2020/08/02
ნანახია: 321 -ჯერ

შპს "ალტა" დღეისთვის წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას საქართველოს ტექნოლოგიების ბაზარზე, ოპერირებს არსებული მსოფლიო ბრენდების, დისტრიბუციის, საცალო გაყიდვების და სერვისების რეალიზაციის მიმართულებით, წლების განმავლობაში გაფორმებული აქვს პარტნიორული კონტრაქტები უმსხვილეს მსოფლიო ბრენდებთან.

კომპანია "ალტა" აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მენეჯერის ვაკანტურ თანამდებობაზე.

განაკვეთი: სრული.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში:

** შეგეძლებათ იმუშაოთ კომფორტულ გარემოში;
** გექნებათ თვითრეალიზაციისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** იმუშავებთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად;
** გექნებათ ჯანმრთელობის დაზღვევა.

ძირითადი მოვალეობები:

** ბრენდების ბაზაში საგარანტიო/ფასიან ნივთზე ანკეტის გახსნა და დახურვა;
** ბრენდების წარმომადგენელთან კონტაქტი საგარანტიო/ფასიან დეტალებთან და მომსახურებასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
** ​დეტალების შეკვეთის გაკეთება და მონიტორინგი მოწოდების ვადებზე;
** ​არასაგრანტიო მომსახურებისთვის დეტალის მოძიება, ფასების განსაზღვრა;
** ყოველთვიური რეპორტის წარმოება ბრენდებთან
** ყოველთვიური, ასანაზღაურებელი თანხების შესაბამისი ინვოისების და სხვა საჭირო დოკუმენტების მომზადება და გაგზავნა
** ბრენდისთვის საგარანტიო დეტალების ასანაზღაურებელი თანხის გამოთვლა და ფაილის წარმოება ყველა ჩამოსულ დეტალზე.

განათლება/ცოდნა:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** აუცილებელი მოთხოვნა - რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა, როგორც წერილობით ასევე ვერბალურად;
** პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების საშუალო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);

საქმიანი თვისებები:

** გამართული და სასიამოვნო საუბრის მანერა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** დისციპლინა და დაძაბულ რეჟიმში პროდუქტიული მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV თანდართული ფოტოსურათით გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@alta.com.ge 2020 წლის 2 აგვისტომდე. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გამოყენებულ იქნება კანდიდატთა შერჩევის შემდეგი პროცედურები:

** წინასწარი გადარჩევა წარმოდგენილი CV-ების მიხედვით;
** გასაუბრება;
** IQ და OPQ ტესტი.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა