• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ვადაგადაცილებული სესხების მართვის ოფიცერი - კახეთი
დამსაქმებელი: ფინანსური ბიურო
ბოლო ვადა: 2020/08/01
ნანახია: 300 -ჯერ

ფინანსური ბიურო საქართველოში სესხების ყველაზე მსხვილი პორტფელის მქონე კომპანიაა, რომელიც ფინანსური ორგანიზაციებისგან შეისყიდის სესხებს და მომხმარებლებს მათ სრულად დაფარვაში ეხმარება.

 ფინანსური ბიურო, საქართველოს მასშტაბით აერთიანებს 20 ფილიალს და 600-მდე თანამშრომელს.

 

 

ფინანსური ბიურო აცხადებს ვაკანსიას „ვადაგადაცილებული სესხების მართვის ოფიცრის“ პოზიციაზე თელავში, ლაგოდეხში და გურჯაანში;

 

სამუშაოს აღწერა:

  • დავალიანების დაფარვის მიზნით კლიენტებთან სატელეფონო კომუნიკაციის დამყარება და მოლაპარაკებების წარმართვა;
  • პრობლემური სესხების მოგვარება და მათი აღმოფხვრისათვის საჭირო გზების ძიება;
  • მონაცემთა ბაზებთან მუშაობა;
  • კლიენტების და თავდები პირების ქონების შესახებ ინფორმაციის მოძიება და დამუშავება ;
  • ჯგუფის უფროსის სხვა დავალებების შესრულება; (კომპეტენციის ფარგლებში).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • აღნიშნულ სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; (MS Word; MS Excel; MS Outlook).

კომპეტენციები და უნარები:

  • მსესხებლებთან ეფექტური მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი; დამარწმუნებელი კომუნიკაცია;
  • სამუშაო დროის ოპტიმალურად გამოყენების უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • სტრესულ სიტუაციებთან გამკლავების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

დამატებითი ინფორმაცია:

  • სამუშაო საათები ორშაბათი- პარასკევი: 10:00-დან 18:00-მდე;  შაბათი: 10:00-დან 13:00-მდე.

 

 

 

 დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ მოგვაწოდოთ CV შემდეგ მისამართზე: fbvacancy@fbureau.ge  სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „ვადაგადაცილებული სესხების მართვის ოფიცერი და თქვენი რეგიონი“ წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა