• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
უნივერსალური ხელოსანი
დამსაქმებელი: მისტერ მასტერი
ბოლო ვადა: 2020/08/02
ნანახია: 293 -ჯერ

კომპანია "მისტერ მასტერი" უკვე 10 წელზე მეტია წარმატებით პოზიციონირებს ბაზარზე და 24 საათი, კვირაში 7 დღე, სთავაზობს მომხმარებელს სწრაფ და მრავალფეროვან სერვისს საყოფაცხოვრებო, კომუნალურ სფეროში. საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://mrmaster.ge | https://www.facebook.com/mrmaster.ge/

კომპანია "მისტერ მასტერი" აცხადებს ვაკანსიას უნივერსალური ხელოსნის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი;
სამუშაო გრაფიკი: სრული

აუცილებელი მოთხოვნები:

** მართვის მოწმობის "B" კატეგორია;
** საკუთარი ავტომობილის ქონა;
** გამოცდილების ქონა შესაბამის სფეროში.

ზოგადი მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** თავაზიანობა/კოლეგიალურობა.

უნივერსალური ხელოსნის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

1. წვრილმანი საყოფაცხოვრებო სამუშაოები:

** შუშის ჩასმა (ხე/მეტალოპლასტმასი/ალუმინის კარ-ფანჯარაზე);
** ავეჯის აწყობა (საწოლი/ტუმბო/მაგიდა);
** აბაზანის აქსესუარების, სარკის მონტაჟი;
** ტელევიზორის მონტაჟი;
** ფარდის კარნიზის მონტაჟი;
** სამზარეულოს გამწოვის მონტაჟი;
** კარზე შვეიცარის/მზღუდავის მონტაჟი;
** არმსტრონგის ჭერის მონტაჟი/შეკეთება;
** კედლის გახვრეტა;

2. სანტექნიკა:

** უნიტაზის/ნიჟარის/ონკანის/ვენტილის/დრეკადი მილების მონტაჟი;
** პლასტმასის მილების შედუღება;
** საშხაპე კაბინების აწყობა;
** აბაზანის მონტაჟი;
** ელ.ბაკის დემონტაჟი/მონტაჟი/შეკეთება;

3. ელექტროობა:

** ნათურის/დროსელის/ამომრთველის/ჭაღის/სანათი დემონტაჟი, მონტაჟი და შეკეთება;
** ჩამრთველის/როზეტის დემონტაჟი, მონტაჟი და შეკეთება;
** ელ. ავტომატის დემონტაჟი, მონტაჟი და შეკეთება;
** სენსორული განათების მონტაჟი
** ელ.სადენის მოჭიმვა ღია/დახურული გაყვანილობა;

4. კარ-ფანჯარა:

** რკინის/ხის/მეტალოპლასტმასის/ალუმინის კარზე საკეტის მონტაჟი;
** მეტალოპლასტმასის/ალუმინის კარ-ფანჯრის რეგულირება.

ჩვენ გთავაზობთ:

** ხელზე ასაღებ ანაზღაურებას - 1400-1800 ლარს;
** ნორმირებულ სამუშაო გრაფიკს;
** ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას;
** კორპორატიულ სასაუბრო და ინტერნეტ ბალანსს;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიზავნეთ CV/რეზიუმე მისამართზე: HR@mrmaster.ge (სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება) ან დაგვიკავშირდით კომპანიის ცხელ ხაზზე: (032) 2 404 404, 09:00 საათიდან 21:00 საათამდე.

ჩვენი მისამართია: ვაკე-საბურთალოს რაიონი, უნივერსიტეტის ქუჩა #24.

"მისტერ მასტერი" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა