• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ფინანსური ანალიტიკოსი
დამსაქმებელი: SPAR Georgia
ბოლო ვადა: 2020/07/25
ნანახია: 257 -ჯერ

საერთაშორისო საცალო ვაჭრობის წამყვანი ბრენდი "SPAR", რომელიც 1932 წელს ჰოლანდიაში შეიქმნა, ფლობს 12 500-ზე მეტ მაღაზიას მსოფლიოს 48 ქვეყანაში, 4 კონტინენტზე და ყოველდღიურად 13 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.

"SPAR"-ის მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება. ამ ღირებულებებისათვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური რესურსების განვითარებას შესაბამისი ინფრასტრუქტურის, სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით. მეტი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ ჩვენს გვერდს მისამართზე: https://www.facebook.com/SPAR.Georgia/

"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი - აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.

მდებარეობა: ორხევის დასახლება, თ. ჩანტლაძის #40
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00, დასვენება: შაბათი-კვირა.

მოვალეობა-ვალდებულებანი:

** თვიური, კვარტლური და წლიური ფინანსური ანგარიშგების მომზადება;
** ყოველთვიური და წლიური ბიუჯეტის მომზადება;
** სამუშაო კაპიტალის დაგეგმვა, ანალიზი და მონიტორინგი;
** სხვადასხვა საინვესტიციო პროექტების რენტაბელობის ანალიზი;
** სხვა დაკავშირებული ამოცანები.

ძირითადი მოთხოვნები:

** ფინანსური ანალიტიკოსად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება 50+ მილიონი ბრუნვის კომპანიაში, ან ფინანსური აუდიტის გამოცდილება რამოდენიმე 50+ მილიონი ბრუნვის კომპანიაში;
** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** საგადასახადო კანონმდებლობის საბაზისო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** დიდი მოცულობის მონაცემებთან მუშაობის უნარი და გამოცდილება;
** ERP სისტემებთან მუშაობის მნიშვნელოვანი გამოცდილება, 1 C პროგრამის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** რუსული და ინგლისური ენის intermediate დონეზე ფლობა;
** ძლიერი კომუნიკაციისა და ორგანიზების უნარი;
** ძლიერი ანალიტიკური უნარი;
** დინამიურ გარემოსთან ადაპტაციის უნარი;
** მოტივირებული და შედეგზე ორიენტირებული.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: vacancy@spar-georgia.com და სათაურის ველში "Subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "ფინანსური ანალიტიკოსი", წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატურა ვერ განიხილება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 25 ივლისი.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა