• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
განყოფილების უფროსი
დამსაქმებელი: ალგანი
ბოლო ვადა: 2020/07/30
ნანახია: 335 -ჯერ

დაცვის კომპანია "ალგანი", რომელიც დაარსდა 2004 წელს, არის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ლიდერი კომპანია საქართველოში. დღეს "ალგანის" პორტფოლიო 6000-მდე ორგანიზაციასა და კერძო პირს მოიცავს. კომპანია ორიენტირებულია საქართველოში უსაფრთხოების თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სერვისების დანერგვასა და მიწოდებაზე. დღეისათვის ალგანში დასაქმებულია 1800-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც ყოველდღიურად უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

დაცვის კომპანია "ალგანი" აცხადებს ვაკანსიას განყოფილების უფროსის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ცოცხალი ძალით დაცულ ობიექტებზე მცველების მუშაობის მონიტორინგი და კონტროლი;
** მცველების შეთანხმებული მუშაობის კოორდინაცია და ინსტრუქტაჟი დასაცავი ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით;
** ცოცხალი ძალით დაცული ობიექტის მუდმივი მონიტორინგი და პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში ხელმძღვანელობის მყისიერი ინფორმირება;
** დასაცავ ობიექტზე მცველების დროული გამოცხადების უზრუნველყოფა და ცვლების გადაბარების კონტროლი;
** კომპანიის სტრატეგიული გეგმის შესრულებაში მონაწილეობის მიღება;
** ცოცხალი ძალით დაცვის სტანდარტის ფორმირებაში და დანერგვაში მონაწილეობის მიღება;
** დაცვის სფეროში სიახლეების, ტენდენციების, რისკების, მუდმივი ანალიზი ეროვნულ, რეგიონალურ და საერთაშორისო დონეზე;
** ხელმძღვანელი პირის სხვა დავალებების შესრულება.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ძალოვან სტრუქტურაში ან დაცვის სამსახურში ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება, სასურველია ოფიცრის წოდება;
** სავალდებულოა ავტომობილის მართვის მოწმობა;
** სასურველია ინგლისური ან რუსული ენების ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

დამატებითი მოთხოვნები:

** სქესი: მამრობითი;
** ასაკი: 35-45.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ექსტრემალურ სიტუაციაში გადაწყვეტილების დროულად მიღების უნარი;
** დაძაბულ, სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი, ემოციური წონასწორობა;
** ოპერატიული რეაგირება, სიზუსტე, პუნქტუალობა, დისციპლინა, ენერგიულობა, ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა, გუნდური მუშაობის უნარი;
** დიდი მოცულობის სამუშაოს მართვის უნარი.

დამატებითი ინფორმაცია: ანაზღაურება: 1200 - 1500 ლარი (ხელზე ასაღები).

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@algani.ge და ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა