ავტორი

პრემიუმ მედსერვისი

tel: (+995) 599 711 731
mail: anna_skh@yahoo.com

ყველა ვაკანსია ( 13 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
სტაჟირება გაყიდვებისა და მარკეტინგის დეპარტამენტში
დამსაქმებელი: პრემიუმ მედსერვისი
ბოლო ვადა: 2020/07/29
ნანახია: 41 -ჯერ

სამედიცინო ცენტრი „პრემიუმ მედსერვისი“ აცხადებს სტაჟირებას (ტრენინგი - გადამზადებით) გაყიდვებისა და მარკეტინგის დეპარტამენტში.

 

 

 

ვისთვის არის ეს პროგრამა განკუთვნილი?

  • მათთვის, ვისაც სურს შეისწავლოს პრაქტიკაზე დაფუძნებული მომსახურების, გაყიდვებისა და მარკეტინგის სტანდარტები და გახდეს ჩვენი გუნდის წევრი.
  • ვიწვევთ მომსახურების, გაყიდვებისა და მარკეტინგის სფეროთი დაინტერესებულებს  ბიზნესის, ფინანსების, სოციალური, ფსიქოლოგიური, სამედიცინო, მენეჯმენტის და სხვა მიმართულებებიდან.


ხანგრძლივობა:

  • ტრენინგი - გადამზადება, სტაჟირებით ხანგრძლივობა: 4 თვე.

 

განსაკუთრებული მინიშნება:

  • პროგრამის დასრულების შემდგომ საუკეთესო შედეგების მქონე მონაწილეებს შესაძლებელია კომპანიამ შესთავაზოს სტაბილური სამუშაო ამ მიმართულებით.

 

მოითხოვება მხოლოდ მოტივაცია, აქტიურობა და პოზიტივი!

 

დასაქმების პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია შეისწავლოთ:

  • მომსახურების, გაყიდვებისა და მარკეტინგის სტანდარტები;
  • კორპორატიული კულტურა;
  • პაციენტის ვიზიტის კოორდინაცია;
  • პაციენტის რეგისტრაციის პროცედურა;
  • პროცედურულ დოკუმენტაციასთან მუშაობა;
  • რთული სიტუაციების მართვა.

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად ელექტრონულ მისამართზე: ელ. ფოსტა: anna_skh@yahoo.com  ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 599  711 731

 

მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

 

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სამედიცინო ცენტრის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე; ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა