• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
უმცროსი ბუღალტერი
დამსაქმებელი: ფინანსური ბიურო
ბოლო ვადა: 2020/07/25
ნანახია: 298 -ჯერ

ფინანსური ბიურო საქართველოში სესხების ყველაზე მსხვილი პორტფელის მქონე კომპანიაა, რომელიც ფინანსური ორგანიზაციებისგან შეისყიდის სესხებს და მომხმარებლებს მათ სრულად დაფარვაში ეხმარება.

ფინანსური ბიურო, საქართველოს მასშტაბით აერთიანებს 20 ფილიალს და 600-მდე თანამშრომელს.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე; შაბათი 10:00 საათიდან 15:00 საათამდე)

ფუნქცია/მოვალეობები:

** პირველადი დოკუმენტაციის რეესტრის წარმოება და კონტროლი;
** პერიოდული ანგარიშგება კომპანიის სხვადასხვა ატქტივობებთან დაკავშირებით;
** საგადასახადო პორტალის კონტროლი;
** ყოველთვიური და ყოველწლიური დეკლარირებისთვის საჭირო ინფორმაციის დამუშავება;
** ბუღალტრულ პროგრამაში მუშაობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბუღალტერიის, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით;
** საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
** 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება აღნიშნული მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (განსაკუთრებით Excel-ის);

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** წერილობითი კომუნიკაციის და ანგარიშგების მომზადების უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვის, ორგანიზების და მონიტორინგის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების და დროის მართვის უნარი;
** კონფიდენციალობის დაცვის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV შემდეგ მისამართზე: HR@fbureau.ge და სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "უმცროსი ბუღალტერი" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა