• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
საკრედიტო ჯგუფის უფროსი მარნეულში
დამსაქმებელი: მინიმარტს
კატეგორია: საბანკო,
ბოლო ვადა: 2014/09/25
მდებარეობა: მარნეული
განათლება ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება 1 წელი
კომპიუტერული პროგრამები
MS Office
ენები
რუსული
ქართული
ინგლისური
მიმაგრებული ფაილები: Attachment10.doc

ნანახია: 299 -ჯერ

სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო ჯგუფის უფროსის თანამდებობაზემარნეულის ფილიალში.

"კრისტალი" წარმოადგენს ადგილობრივ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, რომელიც მიკრო სესხების გაცემის გზით ხელს უწყობს მცირე ბიზნესის განვითარებას საქართველოში. "კრისტალი" ერთ-ერთი წარმატებული და განვითარებული მიკროსაფინანსო დაწესებულებაა ქვეყნის მასშტაბით, რომელიც ემსახურება 30 000 - ზე მეტ კლიენტურას და ოპერირებს საქართველოს 5 რეგიონში 23 ფილიალის მეშვეობით.
სტაბილურ და მზარდ ხელფასთან ერთად ორგანიზაცია თავის თანამშრომლებს უზრუნველყოფს დამატებითი პრემიალური ანაზღაურებით, კარგი სამუშაო პირობებით, სხვადასხვა სასწავლო გასვლითი ტრენინგებით, ჯანმრთელობის დაზღვევით, კარიერული ზრდის პერსპექტივით და ა.შ.

ძირითადი მოვალეობები:

  • უზრუნველყოფს საკრედიტო დირექტორისა, ფილიალის მენეჯერის და სერვისცენტრის მენეჯერის მიერ დასახული საკრედიტო განყოფილების განვითარების სტრატეგიული გეგმის განხორციელებას;
  • პერიოდულად ახორციელებს მსესხებელთა მონიტორინგს;
  • სასამართლოში საქმის წარდგენამდე მონაწილეობენ პრობლემური სესხების მიმართ გასატარებელ ღონისძიებებში;
  • წარადგენენ შუამდგომლობებს საკრედიტო მენეჯერთან და ფილიალის მენეჯერთან, სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით;
  • მონაწილეობს ფილიალის საკრედიტო საქმიანობაში და პასუხს აგებს განყოფილების მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისხზე და მისი საქმიანობის შედეგებზე;
  • აკონტროლებს დაქვემდებარებულ პირებზე დაკისრებული მოვალეობების შესრულების პროცესს;
  • საკრედიტო მენეჯერთან ერთად უზრუნველყოფს ფილიალის თანამშრომლების მიერ შრომოთი დისციპლინის და კომპანიის შიდაგანაწესის დაცვას;
  • უზრუნველყოფს საკრედიტო განყოფილების შიდანორმატიული და მარეგულირებელი დოკუმენტების მოთხოვნილებების შესრულებას;
  • იცავს სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალის" კორპორატიულ ღირებულებებს.


ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი ეკონომიკური ან ფინანსური განათლება
  • მცირე ბიზნესისა და რეგიონის მიკროსაკრედიტო ბაზრის ცოდნის სათანადო დონე
  • საბანკო-საფინანსო სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება
  • საქმიანობის დაგეგმარების დროის მართვის სათანადო დონე
  • ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა
  • ადამიანებთან ურთიერთობის დამყარების უნარი, კომუნიკაბელურობა
  • ეფექტური დაგეგმარების უნარი, ორგანიზატორული ნიჭი, მართვის უნარ-ჩვევები
  • კრიტიკული, ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნების უნარი
  • კოლეგიალურობა, გუნდურობა, არაკონფლიქტურობა, მოსმენის უნარი
  • კონფლიქტების ეფექტურად მართვის უნარი
  • პუნქტუალობა, აკურატულობა, პრინციპულობა
  • ღია და გამჭვირვალე ურთიერთობები სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას
  • ქართული ენის კარგად ფლობა, გამართულად და გასაგებად საუბრის უნარი
  • რუსული ენის კარგად ფლობა, გამართულად და გასაგებად საუბრის უნარი;
  • სასურველია აზერბაიჯანული და სომხური ენების ცოდნა.


დაინტერესებულ პირებს 2014 წლის 25 სექტემბრის 17:00 საათამდე შეუძლიათ შეავსონ თანდართული სააპლიკაციო ფორმა და გამოაგზავნონ ელ.ფოსტაზე (გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიცია და ადგილმდებარეობა, სადაც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება).

მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული შემდგომ ეტაპზე.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა