განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
განაწილების სპეციალისტი
დამსაქმებელი: ფუდსერვისი
ბოლო ვადა: 2020/07/15
ნანახია: 67 -ჯერ

სადისტრიბუციო კომპანია "ფუდსერვისი" საქართველოში საქმიანობას ეწევა 2006 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო ბრენდების - "Danone"-ის, "Sadia"-ს და ასევე, საკუთარი ბრენდის - "Supremo"-ს კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.

კომპანია "ფუდსერვისი" აცხადებს ვაკანსიას განაწილების სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ორხევის დასახლება, თ. ჩანტლაძის #40.
ანაზღაურება: 700 ლარი (ხელზე)

მოვალეობები:

** პროდუქციის განაწილება შესაბამის ობიექტებზე;
** გასანაწილებელი პროდუქციის ვადების, რაოდენობების და ვიზუალური მახასიათებლების შემოწმება
** განაწილების პროცესში წამოჭრილი პრობლემების მიზეზების გარკვევა და ხელმძღვანელებისთვის შეტყობინება;
** საწყობის ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, ბაკალავრი (ტექნიკური, ბიზნესის ადმინისტრირება);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** კომუნიკაბელურობა
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით, ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancy@gfs.ge

გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა ვერ განიხილება. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 15 ივლისი.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა