• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების ასისტენტი
დამსაქმებელი: ალგანი
ბოლო ვადა: 2020/07/23
ნანახია: 353 -ჯერ

დაცვის კომპანია "ალგანი", რომელიც დაარსდა 2004 წელს, არის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ლიდერი კომპანია საქართველოში. დღეს "ალგანის" პორტფოლიო 6000-ზე მეტ ორგანიზაციასა და კერძო პირს მოიცავს. კომპანია ორიენტირებულია საქართველოში უსაფრთხოების თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სერვისების დანერგვასა და მიწოდებაზე. დღეისათვის ალგანში დასაქმებულია 1900-მდე ადამიანი, რომლებიც ყოველდღიურად უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

დაცვის კომპანია "ალგანი" აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების ასისტენტის პოზიციაზე.

ძირითადი ვალდებულებები:

** თანამშრომლის პროგრამულად დანიშვნა და მისი სამუშაო ბარათის მართვა (დანიშვნა/გათავისუფლება, დაზღვევა, საშემოსავლო შეღავათის გაწერა , სარეზერვო სიების მართვა-კონტროლი);
** პერსონალთან დაკავშირებული ცვლილებების ადმინისტრირება (ხელფასის ცვლილება, ბონუსი, პრემია);
** ყოველთვიური რეპორტის წარმოება, სახელფასო ფონდთან შედარება და ანალიზი;
** საჭიროების მიხედვით სხვადასხვა რეპორტინგის მომზადება HR პროგრამის საშუალებით;
** HR დოკუმენტაციის მართვა;

განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების ან სოციალური მეცნიერებების განხრით;
** სასურველია მსგავს სფეროში 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (წერილობითი, ზეპირი);
** სავალდებულოა Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა და MC Office.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** საქმის და დროის სწორად გადანაწილების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და პრაგმატულობა;
** კონფიდენციალობა, მოწესრიგებულობა და პუნქტუალობა;
** ინტერაქციისა და კომუნიკაციის უნარი;

დამატებითი ინფორმაცია:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 - 19:00 საათი, შაბათს 10:00 - 14:00 საათი.
** ანაზღაურება: შეთანხმებით

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@algani.ge და ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა