• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ინვენტარიზაციის სპეციალისტი
დამსაქმებელი: ჭი-ტა
ბოლო ვადა: 2020/07/22
ნანახია: 327 -ჯერ

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "ჭი-ტა" 1996 წლიდან წარმატებით მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე. მისი პროდუქცია გამოირჩევა ხარისხის ნიშნით, ხოლო მომსახურება - პროფესიონალიზმითა და მომხმარებლისადმი კეთილგანწყობით. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს თანამშრომლების მოტივირებას, მათ პროფესიულ ზრდასა და გუნდურ მუშაობას.

სამუშაო ადგილი: თბილი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-შაბათი, სრული

პოზიცია: ინვენტარიზაციის სპეციალისტი

მოთხოვნები:

** კომპანიის ბალანსზე არსებული სასაქონლო მატერიალური მარაგების და ძირითადი საშუალებების მუდმივი კონტროლი და ინვენტარიზაცია გაწერილი გრაფიკის მიხედვით;
** ინვენტარიზაციის შედეგად მიღებული ინფორმაციის ასახვა პროგრამულად, ინსტრუქციის შესაბამისად;
** ყოველდღიური მინი აღწერების ჩატარება წინასწარ გაწერილი განრიგის მიხედვით ფილიალებში და სტატისტიკის წარმოება;
** ყოველდღიური რეპორტების მომზადება და უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;
** ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგების მიხედვით, საჭირო დოკუმენტაციის შედგენის პროცესში ჩართულობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით (მათემატიკური აზროვნების უნარი);
** საოფისე პროგრამების ცოდნა (განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა პროგრამა Excel-ის ცოდნას);
** მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება;

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კეთილსინდისიერება;
** ახლის სწრაფად ათვისებისა და თვითგანვითარების უნარი
** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
** გაწერილი გრაფიკის მიხედვით სამუშაო პროცესის დაგეგმვა;
** დროის ეფექტურად მართვა;
** შრომისმოყვარეობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სხარტი, პუნქტუალური და დეტალებზე ორიენტირებული.

თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე hr@hita.ge და Subject-ის ველში მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა