ტექნიკური მენეჯერი |
დამსაქმებელი: |
კაფე-რესტორანი სტრადა |
ბოლო ვადა: |
2020/07/18 |
ნანახია: |
312 -ჯერ |
რესტორნების ქსელი "სტრადა" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი: თბილისი.
სამუშაო გრაფიკი: სრული (კვირა დღე დასვენება)
ანაზღაურება: განისაზღვრება კადრის კვალიფიკაციიდან გამომდინარე.
ძირითადი მოვალეობები:
** ობიექტზე არსებული მაცივრებისა და დანადგარების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა;
** ობიექტზე არსებული დანადგარების, გაყვანილობებისა და სისტემების გეგმიური შემოწმება და კონტროლი.
** სამეურნეო საკითხები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური მიმართულებით);
** იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ორ წლიანი გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** კრიზისული სიტუაციის მართვის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** დროის მართვის უნარი;
** კომუნიკაბელურობა.
დაინტერესების შემთხვევაში CV უნდა გამოაგზავნოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე vacancy@stradacafe.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!