ავტორი

აი სი არ ფუუდ ენდ ბევერიჯ

mail: vacancyF.B@icr.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მრეცხავ-დამლაგებლი
დამსაქმებელი: აი სი არ ფუუდ ენდ ბევერიჯ
ბოლო ვადა: 2020/07/01
ნანახია: 171 -ჯერ

შპს “აი სი არ ფუუდ ენდ ბევერიჯ” აცხადებს ვაკანსიას კვების ობიექტის მრეცხავ-დამლაგებლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ვაკე, ი. ჭავჭავაძის გამზირი 33

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  •   მსგავს პოზიციაზე  მუშაობის გამოცდილება;
  •   ორგანიზებულობა;
  •   გუნდური მუშაობის უნარი;
  •   დროის მართვის უნარი;
  •   პასუხისმგებლობის გრძნობა.

ძირითადი ფუნქციები:

  •   სამზარეულოს ინვენტარისა და ჭურჭლის სისუფთავის უზრუნველყოფა;
  •   სარეცხი საშუალებისა და მათი გამოყენების ინსტრუქციების ზედმიწევნით ცოდნა;
  •   რესტორანში/კაფეში მენეჯერის ან ჰიგიენის მენეჯერის მიერ მიჩენილ ტერიტორიაზე ჰიგიენური ნორმების დაცვის უზრუნველყოფა;
  •   ფანჯრებისა და კარის მინების პერმანენტულად სუფთა მდგომარეობის უზრუნველყოფა;
  •   ინვენტარისა და დანადგარების ჰიგიენური დასუფთავების წესების დაცვით დასუფთავების უზრუნველყოფა;
  •   რესტორნის ინვენტარის, დარბაზების, სველი წერტილების, სამზარეულოსა და დამხმარე სათავსოების ჰიგიენური მდგომარეობის პერმანენტული უზურნველყოფა;
  •   რესტორნისათვის დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვა.;
  •   კომპანიის შინაგანაწესისა და  შიდა პროცედურების დაცვა.

 

სამუშაო პირობები:

  •   გრაფიკი: 10:30 – 23:00
  •   ყოველ მეორე დღეს (თვეში 15 სამუშაო დღე)
  •   ანაზღაურება დღეში 27 ლარი (თვეში 400 ლარი)
  •   ჯანმრთელობის დაზღვევის თანადაფინანსება
  •   კვება
  •   ტრანსპორტირება ღამის საათებში

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ  ელ-მისამართზე: vacancyF.B@icr.ge არა უგვიანეს 2020 წლის 1 ივლისისა.  სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება მრეცხავ - დამლაგებელი.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის. გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა