• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ვადაგადაც. სესხების მართვის ჯგუფის უფროსი-ქუთაისი
დამსაქმებელი: ფინანსური ბიურო
ბოლო ვადა: 2020/07/16
ნანახია: 242 -ჯერ

"ფინანსური ბიურო" საქართველოში სესხების ყველაზე მსხვილი პორტფელის მქონე კომპანიაა, რომელიც ფინანსური ორგანიზაციებისგან შეისყიდის სესხებს და მომხმარებლებს მათ სრულად დაფარვაში ეხმარება. "ფინანსური ბიურო" საქართველოს მასშტაბით აერთიანებს 20 ფილიალს და 600-მდე თანამშრომელს.

"ფინანსური ბიურო" აცხადებს ვაკანსიას ვადაგადაცილებული სესხების მართვის ჯგუფის უფროსის პოზიციაზე ქუთაისში.

ანაზღაურება: 800 ლარი + ბონუსები;
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი: 10:00 საათიდან 18:00 საათამდე; შაბათი: 10:00 საათიდან 13:00 საათამდე).

მოვალეობები:

** ჯგუფის ფორმირება;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხზე და შედეგების ზრდაზე ზრუნვა და პასუხისმგებლობა;
** თანამშრომლებისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულების პროცესის მონიტორინგი;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების კომპანიის შინაგანაწესის შესაბამისად მუშაობის და დისციპლინის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია აღნიშნულ სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; (MS Word; MS Excel; MS Outlook).

კომპეტენციები და უნარები:

** გუნდის მართვის და გუნდში მუშაობის უნარი;
** ეფექტური მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი; დამარწმუნებელი კომუნიკაცია;
** სამუშაო დროის ოპტიმალურად გამოყენების უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სტრესულ სიტუაციებთან გამკლავების უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV შემდეგ მისამართზე: fbvacancy@fbureau.ge და "Subject"-ის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ვადაგადაცილებული სესხების მართვის ჯგუფის უფროსი ქუთაისში", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა