• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
სტაჟირება HR დეპარტამენტში
დამსაქმებელი: ორი ნაბიჯი
ბოლო ვადა: 2020/07/16
ნანახია: 291 -ჯერ

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას სტაჟირებას HR დეპარტამენტში პერსონალის შერჩევის მიმართულებით.

სამუშაო ადგილი: ისანი, ნავთლუღის ქუჩა 39-41
გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 11:00 - 18:00
სტაჟირების ხანგრძლივობა: 3 თვე
ანაზღაურება: 200 ლარი

სამუშაოს აღწერილობა:

** შერჩევის პროცესში მონაწილეობის მიღება;
** კანდიდატებთან გასაუბრება და მონაცემების პროგრამულად ასახვა;
** კანდიდატების მოზიდვის კუთხით ჩართულობა;

მოთხოვნები:

** არასრული უმაღლესი განათლება
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Excel, Word)
** გუნდური მუშობის უნარი
** კომუნიკაბელურობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: HR@orinabiji.ge
გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 7 ივლისი, 2020 წელი

ორი ნაბიჯი მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯ" - ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯ" - ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა