• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ტექნიკის კატეგორიის მენეჯერი
დამსაქმებელი: Nido
ბოლო ვადა: 2020/07/10
ნანახია: 260 -ჯერ

nido.ge აცხადებს ვაკანსიას ტექნიკის კატეგორიის მენეჯერის თანამდებობაზე.

სამუშაო დრო: ორშ-პარ (10:00-19:00)
სამუშაო ადგილი: კავსაძის ქუჩა (ვაკე)

nido არის სწრაფად მზარდი ონლაინ პლატფორმა, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ შეიძინონ სხვადასხვა კატეგორიის პროდუქცია. კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: www.nido.ge

ვეძებთ ტექნიკის კატეგორიის მენეჯერს, რომლის ძირითადი მოვალეობა იქნება ტექნიკის კატეგორიის სრულად მართვა და გაყიდვების ზრდა.

ვალდებულებები:

** გაყიდვების და მარკეტინგის დეპარტამენტთან ერთად ყველა ტიპის აქციების დაგეგმვა: დასაგეგმ აქციაზე პროდუქტის და მოდელის შერჩევა
** გაყიდვების დაგეგმვა
** მომწოდებლებთან ურთიერთობა
** ფასის განსაზღვრა
** კატეგორიის სტატისტიკის მართვა
** ვებ-გვერდზე პროდუქციის განლაგების მართვა
** გაყიდვების ყოველდღიური მონიტორინგი
** კოორდინაცია სხვა განყოფილებებთან.

მოთხოვნები:

** ტექნიკის კატეგორიაში მუშაობის მინ. 2 წლიანი გამოცდილება
** ექსელის ცოდნა.

თუ გაინტერესებთ ჩვენთან მუშაობა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: hr@nido.ge და "subject"-ში მიუთითოთ - "ტექნიკის კატეგორიის მენეჯერი".

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 10 ივლისი, 2020 წ.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა