• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ლოჯისტიკის სპეციალისტი
დამსაქმებელი: ფუდსერვისი
ბოლო ვადა: 2020/07/15
ნანახია: 261 -ჯერ

სადისტრიბუციო კომპანია "ფუდსერვისი", წარმოადგენს მსოფლიოს პრემიუმ კლასის მწარმოებლების წამყვან ბრენდებს საქართველოში. "ფუდსერვსი" საქართველოში საქმიანობას ეწევა 2006 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო ბრენდების DANONE-ის , SADIA-ას და ასევე საკუთარი ბრენდის SUPREMO-ს კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.

ფუდსერვისი აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის სპეციალისტის პოზიციაზე დღის ცვლაში.

სამუშაო პირობები:

სამუშაო ადგილი: ორხევის დასახლება, თ. ჩანტლაძის #40
სამუშაო განაკვეთი: სრული

მოვალეობები:

** ინდივიდუალურ პლასტიკურ ბარათებზე საწვავის ყოველდღიური ლიმიტების დარიცხვა
** თვის საწვავის ჩასხმების გაშიფრვა პროექტების მიხედვით
** ყოველთვიური ლოჯისტიკური მომსახურებების გაშიფრვა
** ლოჯისტიკური ანალიზი და რეპორტინგი
** კლიენტების მხრიდან ლოჯისტიკურ საკითხებთან დაკავშირებით დაფიქსირებული პრობლემების იდენტიფიცირება და მოგვარების გზების მოძიება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ლოჯისტიკის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** უმაღლესი განათლება
** Excel მაღალ დონეზე ცოდნა

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** დისციპლინირებულობა

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancy@gfs.ge

გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა ვერ განიხილება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 15 ივლისი.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა